|
2019-09-08 11:33:19, 1793 ნახვა
საზოგადოება
წმინდა ბარბარეს უბანში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
სამგორის რაიონის გამგეობა ქვემო სამგორში, წმინდა ბარბარეს უბანში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. ნაკადულის ქუჩის მე-4 გასასვლელში, 3 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი იგება. პროექტის ფარგლებში, ეწყობა ბორდიური და ტროტუარი. მიმდინარე სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, სოსო ბურდულაძემ დაათვალიერა. სამუშაოებს სამგორის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია „არსაკიძე 2000“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 120 ათასი ლარია. წმინდა ბარბარეს უბანში წესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციებიც. ნაკადულის ქუჩის მეორე გასასვლელში 170 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყობა. სამუშაოები N210, 211, 213, 214ა კორპუსების მიმდებარედ განხორციელდება. აღნიშნული პროექტით წმინდა ბარბარეს უბანში სანიაღვრე ქსელის მოწყობა დასრულდება, რის შემდეგაც ასფალტის საფარი დარჩენილ ქუჩებზე დაიგება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)