|
2019-09-07 13:06:39, 1752 ნახვა
კომენტარი
გახარია - მოქალაქეებს აღარ აინტერესებთ ახალი ინიციატივები და პროგრამები, დღეს გვჭირდება კონკრეტული საქმე
„ეფექტიანობა, ქმედითობა, დისციპლინა - ეს იქნება ძირითადი პრინციპები, რომლებზეც იმუშავებს ეს მთავრობა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებთან“ შეხვედრაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მოქალაქეებს აღარ აინტერესებთ ახალი ინიციატივები და პროგრამები, ამიტომ საჭიროა კონკრეტული საქმე გაკეთდეს. „ჩვენი ძირითადი პრინციპი იქნება კონკრეტული ნაბიჯები, ქმედებები და საქმე. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ მოქალაქეებს აღარ აინტერესებთ ახალი ინიციატივები, პროგრამები. ასეთი ინიციატივები, კარგი, მათ შორის, წარმატებული პროგრამები ბევრი გვაქვს, ჩვენ დღეს, უკვე გვჭირდება კონკრეტული საქმე. თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, ქალაქში იქნება ეს თუ სოფელში, სახელმწიფოს განსახიერება არის ის ჩინოვნიკი, რომელსაც ის ყოველდღე ხვდება და ამ საჯარო მოხელეს ან შეუძლია, მისი პრობლემები მოაგვაროს ან არ შეუძლია. ამიტომ, მინდა გითხრათ, რომ ეფექტიანობა, ქმედითობა, დისციპლინა - ეს იქნება ძირითადი პრინციპები, რომლებზეც იმუშავებს ეს მთავრობა. რა თქმა უნდა ჩვენ ძირითად აქცენტებს გავაკეთებთ იმ განზომილებებზე, რომლებიც პრინციპულად მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის და რომლებზეც ჩვენ ზოგჯერ შინაარსობრივად, ზოგჯერ ზედაპირულად დღესაც ვისაუბრეთ, ეს გახლავთ პირველ რიგში უსაფრთხოება და ამ განზომილების ძირითადი გამოწვევა გახლავთ ოკუპაცია. მეორე უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნისთვის განზომილება, ეს არის ეკონომიკა, ეკონომიკური განვითარება და ამ განზომილების ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა გახლავთ სამუშაო ადგილები და მესამე უმნიშვნელოვანესი განზომილება, ეს არის ადამიანური კაპიტალის განვითარება და აქ ყველაზე დიდი გამოწვევა გახლავთ განათლება. ეს ყველაფერი შესაძლებელი იქნება ეფექტური და ეფექტიანი საჯარო სამსახურის პირობებში, რომელიც იქნება მიმართული კონკრეტული მიზნების, კონკრეტული ქმედებების, კონკრეტული ნაბიჯების და საქმის კეთებისთვის და რომელიც რაც მთავარია, იქნება მიმართული ხალხის მსახურებისთვის. ეს არის ის ძირითადი პრინციპები, რომელზეც იქნება დამყარებული ამ მთავრობის მუშაობა. ჩვენ გვექნება საშუალება, პლენარული სხდომის ფარგლებში უფრო შინაარსში შევიდეთ ბევრ საკითხებთან მიმართებაში“, – მიმართა დეპუტატებს გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)