|
2019-09-07 12:42:50, 1494 ნახვა
საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების ბაზაზე საძიებო-სამაშველო წვრთნა ჩატარდა
ქართველმა მეხანძრე-მაშველებმა საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ წვრთნის ინტენსიური კურსი გაიარეს. გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახურის (THW) წარმომადგენლებმა სპეციალური სწავლება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ INSARAG-ისთვის შერჩეულ მაშველთა 20 კაციანი ჯგუფის ჩაუტარეს. წვრთნა მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ადამინების ძიება-გადარჩენის ოპერაციებს და შემთხვევის ადგილზე მართვის ცენტრის მოწყობას მოიცავს. გერმანელმა მენტორებმა შეაფასეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაძლებლობები და კლასიფიკაციის მიღებისთვის მოსამზადებელ პროცესში სამსახურის სამომავლო სამოქმედო გეგმა განსაზღვრეს. საერთაშორისო თანამშრომლობა მომვალშიც გაგრძელდება, ერთი წლის განმავლობაში ქართველი მაშველები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო სასწავლო კურსებში. ასევე, პერიოდულად საქართველოში ჩამოვლენ გერმანული მხარის წარმომადგენლები, რომლებიც მონიტორინგს გაუწევენ მზადების პროცესს. საერთაშორისო საძიებო სამაშველო მრჩეველთა ჯგუფის შემფასებელი მისია საქართველოს 2021 წლის ივნისში ეწვევა და 36 საათიანი სწავლების შედეგად გადაწყდება, მიიღებს თუ არა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური INSARAG-ის კლასიფიკაციას, რაც საქართველოს მისცემს საერთაშორისო სამაშველო მისიებში მონაწილეობის უფლებას. საქართველო გახდება რეგიონში პირველი და მსოფლიოში მესამე INSARAG-ის მსუბუქი ჯგუფის კლასიფიკაციის მქონე ქვეყანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიზანია გაეროს საერთაშორისო სამძებრო-სამაშველო საკონსულტაციო ჯგუფის INSARAG -ის აკრედიტაციის მიღება. აკრედიტაცია საქართველოს საშუალებას მისცემს აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო მისიებში. აღნიშნულთან დაკავშირებით, ოფიციალური განაცხადი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გაეროს ჟენევის ოფისში 2018 წლის ოქტომბერში გაიგზავნა.
(NS)
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)