|
2019-09-07 12:19:19, 1379 ნახვა
საზოგადოება
წყნეთში ფიროსმანის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება
ვაკის რაიონის გამგეობის მიერ წყნეთში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის, რეაბილიტაცია ფიროსმანის ქუჩაზე ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ქუჩასა და ჩიხებში უკვე მოეწყო ბორდიური და ტროტუარი. საგზაო ინფრასტრუქტურა საერთო ჯამში, 2105 კვ. მ ფართობზე მოწესრიგდება. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე აღნიშნულ ტერიტორიაზე ასევე, განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოწესრიგდა საკომუნიკაციო ჭები და მოეწყო სანიაღვრე სისტემა. პროექტის მიმდინარეობას ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა. „ვაკის რაიონის სხვადასხვა უბანში, მათ შორის, წყნეთში ინფრასტრუქტურის განახლებას განვაგრძობთ. საბავშვო-გასართობი სივრცეების, სპორტული მოედნების მოწყობის გარდა, გრძელდება საგზაო პროექტების განხორციელება. ფიროსმანის ქუჩა ცუდ მდგომარეობაში იყო, სადაც თავდაპირველად, მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა. გარდა ამისა, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ სანიაღვრე ქსელი მოეწყო. ბოლო ეტაპზე კი გამგეობის დაკვეთით, საგზაო სამუშაოები დაიწყო. პროცესი უკვე დასასრულს უახლოვდება“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა. ფიროსმანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოების ღირებულებამ, დაახლოებით, 130 000 ლარი შეადგინა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)