|
2019-09-06 19:08:48, 1678 ნახვა
საზოგადოება
პეტრე იბერის ქუჩაზე სკვერი განახლდა
საბურთალოს რაიონში, პეტრე იბერის N4-ის ეზოში არსებული სკვერი განახლდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 1 700 კვ. მ ფართობზე შესრულდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე, მოეწყო ორი საბავშვო ზონა და კაუჩუკის რბილ საფარზე სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, განთავსდა საჩრდილობელი, საბაღე სკამები და ურნები. სკვერში გამწვანების სამუშაოებიც ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგო და ტერიტორიის ნაწილი ღობით შემოისაზღვრა. დასრულებული სკვერი საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა. „დასასვენებელი სივრცეების მოწყობა ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ ეზოში ძალიან ბევრი ოჯახი ცხოვრობს და სწორედ ამიტომ, სკვერის კეთილმოწყობა გადავწყვიტეთ. ტერიტორიაზე უკვე ყველა პირობაა შექმნილი ბავშვების გართობისა და დასვენებისთვის“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. სკვერის რეაბილიტაცია კომპანია „ტაომ“ განახორციელა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 106 068 ლარი გამოიყო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)