|
2019-09-05 18:00:55, 1233 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ადგილობრივი წარმოების წახალისება ჩვენი მთავარი ამოცანაა
ადგილობრივი წარმოების წახალისება, კერძოდ, საექსპორტო წარმოების ხელშეწყობა ჩვენი მთავარი ამოცანაა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, თუ დავაკვირდებით სტატისტიკას, ექსპორტი უკვე იქცა ჩვენი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ გამწევ ძალად. „ამ მიმართულებითაც გვაქვს საგრძნობი პროგრესი - მნიშვნელოვნად იზრდება როგორც საქონლის, ასევე მომსახურების ექსპორტი. 2019 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტი გაიზარდა 12.4 პროცენტით და 2,1 მლრდ. დოლარს გადააჭარბა," – აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, საქართველო არის ლიდერი ლიბერალური რეჟიმის მქონე ქვეყნებს შორის და საქართველოში წარმოებულ პროდუქციას მსოფლიო სამომხმარებლო ბაზრის 1/3-ზე აქვს წვდომა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით (ჯამში 2.3 მილიარდზე მეტი მომხმარებელი). „საგარეო ვაჭრობის შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით სამინისტრო აგრძელებს ძალიან აქტიურ მუშაობას ინდოეთთან და ბრექსიტიდან გამომდინარე, დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე. საკმაოდ წინ წავიწიეთ ამ პროცესში. მიმდინარეობს მუშაობა ყურის არაბულ ქვეყნებთან (GCC) თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების მიმართულებით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც, აშშ - საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისა და გაფართოვების მიზნით აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან მიმდინარეობს კონსულტაციები", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, 2018 წლის მაისში განხორციელდა ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის გაფორმების მიზანშეწონილობის კვლევა, რომელმაც აჩვენა საკმაოდ პოზიტიური შედეგები. „გრძელდება აქტიური კონსულტაციები ექსპერტთა დონეზე ვაჭრობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე ამ თემაზე დიალოგის შემდგომი გაღრმავების მიზნით და ჩვენ ვართ საკმაოდ ოპტიმისტურად განწყობილები", - განაცხადა ნათია თურნავამ.
(NS)
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)