|
2019-09-05 12:59:57, 1115 ნახვა
პოლიტიკა
ციხელაშვილი: რეგულარულად გვიწევს მძიმე მემკვიდრეობასთან გამკლავება, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ მივიღეთ
რეგულარულად გვიწევს ძალიან მძიმე მემკვიდრეობასთან გამკლავება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მივიღეთ და დღემდე გრძელდება, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ქეთევან ციხელაშვილმა პარლამენტში ნდობის გამოცხადებისას საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა. როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, ქვეყანა ღია რუსული ოკუპაციის პირობებში ცხოვრობს და საქართველოს მოქალაქეებს არაერთ სირთულესთან უწევთ გამკლავება. მისი შეფასებით, ქვეყანას საქმე „ცოცხალ საფრთხესთან“ აქვს. „ჩვენ რეგულარულად გვიწევს ძალიან მძიმე მემკვიდრეობასთან გამკლავება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მივიღეთ და დღემდე გრძელდება. ის უკანასკნელი ეპიზოდები, როგორიც იყო უკანონო ბარიკადების მშენებლობა სოფელ გუგუტიანთკარში, ჩვენი თანამოქალაქეების დაკავება ეკლესიაში, სოფელ აძვისთავში, ან გადაადგილების დამატებით შეზღუდვა, როგორც თუნდაც დღეს არის, ამჯერად ორი დღით ახალგორის მიმართულებით, არის იმ ინსტრუმენტების ერთობლიობა, რომლითაც ეს რეჟიმი 11 წლის განმავლობაში მოქმედებს. რა თქმა უნდა, ყველაზე მძიმეა, როცა ეს ყველაფერი ადამიანის სიცოცხლეს ეხება. ჩვენი ოთხი ახალგაზრდის - ბაშარულის, ოთხოზორიას, ტატუნაშვილისა და კვარაცხელიას უმძიმესი შემთხვევები არის ტრაგედია არა მხოლოდ მათი ოჯახებისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისათვის. თუმცა ეს ყველაფერი გვაჩვენებს და შეგვახსენებს იმას, რომ ჩვენ საქმე ძალიან ცოცხალ პროცესთან, ცოცხალ საფრთხესთან გვაქვს, რომელიც ყოველდღიური გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის და ათიათასობით ჩვენი თანამოქალაქისთვის. ეს გვავალდებულებს, რომ ამ საკითხების დაძლევისას ძალიან გონიერები და პრინციპულები ვიყოთ. ამ საფრთხეს პირდაპირი გაგებით უმკლავდება 50 ათასამდე ჩვენი მოქალაქე 100-ზე მეტ სოფელში, რომლებიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარეობს; 300 ათასამდე დევნილი, რომელსაც დღემდე არ ეძლევა საკუთარ სახლში დაბრუნების საშუალება; 200 ათასამდე ადამიანი, რომელიც დღეს ოკუპირებული აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ცხოვრობს. ეს რეგიონები, თავის მხრივ, 70 პროცენტით არის დაცლილი მზარდი მილიტარიზაციისა და იზოლაციის პირობებში“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)