|
2019-09-03 17:49:28, 1224 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა: ეს არის ქვეყანა, რომელსაც ივანიშვილი მართავს, როგორც საკუთარ შპს-ს
„ეს არის ქვეყანა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი მართავს, როგორც საკუთარ შპს-ს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ხელისუფლების მხრიდან მუდმივად ოპოზიციის კრიტიკა ისმის. „ხელისუფლება მხოლოდ ჩვენსკენ იშვერს ხელს და მხოლოდ ამას აკეთებს უკვე შვიდი წელია. ნარატივი არ გააჩნია ამ ხელისუფლებას, არ გააჩნია არანაირი ხედვა, არ იცის როგორ გამოყვანოს ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან, რა რეფორმა განახორციელოს. ერთადერთი რამ, რასაც მუდმივად ვისმენთ ამ ხელისუფლების მხრიდან, ისევ მუდმივად ლაპარაკობენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“, ისევ მუდმივად ლაპარაკობენ ოპოზიციაზე, მუდმივად ლაპარაკობენ 9 წელზე. ამის გარდა სხვა არანაირი პოლიტიკური გეგმა არ არსებობს იმისთვის, რომ ჩვენ შვილებს ჰქონდეს ნათელი მომავალი. ეს არის ქვეყანა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი მართავს, როგორც საკუთარ შპს-ს“, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ „ტვ პირველთან“ საუბრისას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)