|
2019-08-30 16:39:42, 2485 ნახვა
კომენტარი
დავითაშვილი: ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით მნიშვნელოვანი შედეგები უკვე მიღწეულია, თუმცა ღონისძიებები უნდა გაგრძელდეს
საქართველოში მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების სამეცნიერო მისიის შედეგები შეაჯამეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სამეცნიერო მისიის წევრებთან ერთად, აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებები განიხილა და მიღწეული შედეგები შეაფასა. ლევან დავითაშვილმა, მავნებელთან ბრძოლის პროცესში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის მეცნიერებს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მადლობა გადაუხადა. „მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგებისა და მცენარეთა დაცვის სპეციალისტების შეფასებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები წარმატებულია და რეალური პროგრესიც სახეზეა. თუმცა, მეცნიერებთან ერთად ვთანხმდებით, რომ ღონისძიებები კვლავ უნდა გაგრძელდეს. სასურველი შედეგის მიღწევამდე, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე წელი დაგვჭირდება, თუმცა, ამ ეტაპზე, ძირითადი მიზანი - გადაგვერჩინა მოსავალი, ძირითად კულტურებში უკვე მიღწეულია. მნიშვნელოვანია, რომ მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის საველე ღონისძიებები წლის ბოლომდე აქტიურად განხორციელდეს, რათა მომავალი სეზონისთვის მოსალოდნელი ზარალის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მისიის წევრებმა მაღალი შეფასება მისცეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გატარებულ ღონისძიებებს და მავნებელთან ბრძოლის ინტეგრირებულ მიდგომას, რომელიც ბევრი ქვეყნისთვის სამაგალითო შეიძლება გახდეს. „საქართველოში, ჩვენ ადგილზე გავეცანით იმ საოცარ შედეგებს, რომელსაც აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში თქვენმა ქვეყანამ მიაღწია. წინა წლებისგან განსხვავებით, ეს ვიზიტი ნამდვილად გამორჩეულია, რადგან სახეზეა ჩვენი თანამშრომლობის შედეგი, ჩვენ ვნახეთ რეკორდულ დროში მიღწეული წარმატება. წელს, თხილის ხარისხი გაუმჯობესდა და შესაბამისად, მოიმატა მისმა ფასმა. ეს, კი ადგილობრივი ფერმერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ ვამაყობთ, რომ ამ პროცესებში საქართველოს პარტნიორები ვართ,“ - განაცხადა სამეცნიერო მისიის ხელმძღვანელმა, ბილ ლინგრენმა. სამინისტროში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ერთკვირიანი სამეცნიერო მისიის ფარგლებში, მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგები და მცენარეთა დაცვის სპეციალისტები დასავლეთ საქართველოში ადგილზე გაეცნენ მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებს, საკოორდინაციო მართვის ცენტრის მუშაობას, დაათვალიერეს თხილის ნარგავები და ფერმერებს შეხვდნენ. მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების ვიზიტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით განხორციელდა.
(NS)
თბილისობა წელს 3 და 4 ოქტომბერს ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება
სურსათის ერვონულმა სააგენტომ ბაღების საკვებიდან ამოღებულ არცერთ ნიმუში დარღვევა არ დადასტურდა
ერთმა არასრულწლოვანმა, მოქალაქის კუთვნილი მოტოციკლი, ხოლო მეორემ მიკროავტობუსი გაიტაცა - პოლიციამ ექვსი არასრულწლოვანი დააკავა
საწვავი გაძვირებას განაგრძობს - პრემიუმი - ₾4.09, რეგულარი - ₾3.75, დიზელი - ₾4.87
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)