|
2015-07-10 16:23:42, 775 ნახვა
ეკონომიკა
საქართველომ აშშ-სთან უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის შესახებ აქტს მოაწერა ხელი
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გაფორმდა მთავრობათაშორისი ხელშეკრულება, რომელის მიხედვითაც, საქართველო შეუერთდა იმ ქვეყანათა რიცხვს, რომელიც პარტნიორ ქვეყანას - აშშ-ს მისი მოქალაქეების მიერ გადასახადების დაფარვის ფაქტების აღმოფხვრის მიზნით, ფინანსურ ინფორმაციას მიაწვდის. დოკუმენტს ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა მოაწერეს. შეერთებული შტატების მიერ მიღებული აქტი უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის შესახებ (Foreign Account Tax Compliance Act) ე.წ. FATCA ავალდებულებს უცხოურ საფინანსო ინსტიტუტებს მიაწოდოს ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახურს (Internal Revenue Service, IRS) ამერიკის იმ რეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ, რომლებიც ასეთ ინსტიტუტებში ფლობენ საბანკო ანგარიშებს. ფინანსთა მინისტრმა ელჩს, რომელიც სამწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ ტოვებს საქართველოს, მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც იგი ამ პერიოდის განმავლობაში უწევდა ჩვენს ქვეყანას და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)