|
2019-08-28 14:39:30, 13018 ნახვა
სხვადასხვა
ქართულ-შვედური გეი ფილმი „And Then We Danced“ „ოსკარისთვის“ იბრძოლებს
„ოსკარის“ 92-ე ცერემონიაზე ერთ-ერთი ნომინანტი, ქართულ-შვედური ფილმი „და შემდეგ ვიცეკვეთ“ [And Then We Danced] იქნება, - ამის შესახებ svt იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ფილმი, რომელიც გეი სიყვარულზე მოგვითხრობს, შვედეთის სახელით "ოსკარზე" უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში იბრძოლებს. მედიის ცნობით, ფილმის რეჟისორი ქართული წარმომავლობის ლევან აკინია. მის მიერ შექმნილმა პირველმა გეი ფილმმა კანის კინოფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა. 10 საუკეთესო ფილმს შორის And Then We Danced მეშვიდე ადგილზე გავიდა. აგრეთვე, And Then We Danced ოდესის კინოფესტივალალზე საუკეთესო ფილმად დასახელდა და გრამპრი მოიპოვა. ფილმის მთავარი პერსონაჟი მერაბია, რომელიც ბავშვობიდან ქართულ ანსამბლში ცეკვავს. მისი ცხოვრება მაშინ იცვლება, როდესაც მას პარტნიორი მოცეკვავე ირაკლი შეუყვარდება. შვედური გამოცემა წერს, რომ რეჟისორს ჰკითხეს, რატომ არ გაიტანა მან ფილმი საქართველოს სახელით, რაზეც აკინმა ასე უპასუხა : "საქართველოში ფილმმა დიდი სიმპატიები ვერ დაიმსახურა და ეს რთული იქნებოდა". მანამდე რეჟისორი აცხადებდა, რომ ფილმის გადაღება 2013 წლის 17 მაისის მოვლენების შემდეგ გადაწყვიტა. ცნობისთვის, „ოსკარის“ 92-ე ცერემონია 2020 წლის 9 თებერვალს აშშ-ში გაიმართება.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)