|
2019-08-27 10:44:21, 5060 ნახვა
მსოფლიო
ბრაზილია ამაზონის ტყეებში ხანძრის ჩასაქრობად G7-ის მიერ შეთავაზებულ თანხაზე უარს ამბობს
ბრაზილიის მთავრობა ამაზონის ტყეებში ხანძრის ჩასაქრობად „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ შეთავაზებულ თანხაზე უარს ამბობს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, უცნობია თუ რა მიზეზის გამო ბრაზილიელი მაღალჩინოსნები უარს აცხადებენ ფინანსური დახმარების მიღებაზე. როგორც ბრაზილიის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ონიქს ლორენცონიმ განაცხადა, ქვეყანა ცეცხლის ჩაქრობის ხელშეწყობისთვის 44 ათას ჯარისკაცს გაგზავნის ამაზონის ტყეებში. „მადლობა, მაგრამ ეს რესურსი შესაძლოა უფრო მართებული იყოს ევროპაში ტყეების გაშენებისთვის. მაკრონს ისიც კი არ შეუძლია, რომ მსოფლიო მნიშვნელობის ტაძარში ხანძრის გაჩენა აღკვეთოს. ახლა კი, მას სურს ჩვენს ქვეყანას ჭკუა ასწავლოს?!ბრაზილიას შეუძლია ნებისმიერ ერს ასწავლოს, თუ როგორ უნდა დაიცვა ტყეები", - დასძინა ლორენცონიმ. ცნობისთვის, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ამაზონის ხანძართან გასამკლავებლად 22 მილიონ დოლარს გამოყოფენ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)