|
2019-08-26 18:25:34, 4508 ნახვა
მსოფლიო
ემანუელ მაკრონი: ბრაზილიელებს ალბათ, მათი პრეზიდენტის გამო რცხვენიათ
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბრაზილიელი კოლეგის ჟაირ ბოლსონარუს მიერ Facebook-ში გამოქვეყნებული პოსტს გამოეხმაურა, რომელშიც ის მაკრონის მეუღლის გარეგნობის შესახებ ირონიულად საუბრობს. მაკრონმა იმედი გამოთქვა, რომ ბრაზილიას მალე ეყოლება პრეზიდენტი, რომელსაც თავისი საქმის გაკეთების უნარი ექნება. "მე მგონია, რომ ბრაზილიელ ქალებს შერცხვათ, როდესაც პრეზიდენტის განცხადება წაიკითხეს. მიმაჩნია, რომ ბრაზილიის მოსახლეობას, მათი პრეზიდენტის გამო რცხვენიათ. იქიდან გამომდინარე, რომ ბრაზილიელებს დიდ პატივს ვცემ, იმედი მაქვს, რომ მათ ეყოლებათ პრეზიდენტი, რომელსაც მოქცევა შეუძლია", - განაცხადა ემანუელ მაკრონმა. ცნობისთვის, Facebook-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა როდრიგუ ანდრეასმა გამოაქვეყნა ორი ფოტო. ფოტოებზე ბოლსონარუ 37 წლის ცოლთან მიშელთან და ემანუელ მაკრონი 66 წლის მეუღლესთან არიან აღბეჭდილები. აღნიშნული ფოტოები ანდრეასმა ასე დაასატაურა : "ახლა ხვდებით, რატომ ერჩის მაკრონი ბოლსანარუს". ბრაზილიის პრეზიდენტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ამ პოსტზე კომენტარი დატოვა - "ნუ ამცირებ ადამიანს. LOL".
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)