|
2019-08-26 12:22:52, 2241 ნახვა
მსოფლიო
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა ამაზონის ტყის ხანძრების საწინააღმდეგო ზომებზე შეთანხმებას თითქმის მიაღწიეს
„დიდი შვიდეულის“ სამიტის მონაწილეები ამაზონს ტყეების ხანძართან დაკავშირებით საერთო შეთანხმების მიღწევას უახლოვდებიან, - ამის შესახებ BBC იუწყება. საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, შეთანხმება ბრაზიილისთვის ტექნიკური და ფინანსური დახმარების შესახებ თითქმის მიღწეულია. ამასთან, მაკრონის მტკიცებით, ლიდერები ასევე თანხმდებიან, რომ დაეხმარონ იმ ქვეყნებს, რომლებიც ხანძრებმა მნიშვნელოვნად დააზარალა. "ჩვენი წარმომადგენლები მუდმივ კავშირზე არიან დაზარალებულ ქვეყნებთან, რათა უახლოეს მომავალში ტექნიკური რესურსების და დაფინანსების საკითხზე ძალიან კონკრეტულ შეთანხმებას მივაღწიოთ“, - განაცხადა მაკრონმა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის მტკიცებით, მისი ქვეყანა ამაზონის ტყის ხანძრების გამო, 10 მილიონ გირვანქას გამოყოფს. ცნობისთვის, G7-ის სამიტის ფარგლებში ერთმანეთს აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ბრიტანეთის, კანადისა იაპონიის ლიდერები საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში ხვდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)