|
2019-08-26 11:59:38, 2081 ნახვა
მსოფლიო
ამერიკამ ახალი ანტირუსული სანქციები აამოქმედა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს. ე.წ. სკრიპალების საქმის გამო, ახალი სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის ფედერალური მთავრობის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა. ინფორმაციის თანახმად, ახალი სანციები ოფიციალური მოსკოვის წინააღმდეგ ძალაში დღეიდან შევიდა. ახალი სანქციების საფუძველზე, საერთაშორისო ორგანიზაციებმა რუსეთს კრედიტების გაცემაზე უარი უნდა უთხრან. ამასთან, ამერიკულ ბანკებს რუსეთის მთავრობისთვის უცხოურ ვალუტაში კრედიტების გაცემა აეკრძალათ. ახალი შეზღუდვები სულ მცირე 12 თვის განმავლობაში იმოქმედებს. სანქციები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოამზადა. ცნობისთვის, რუსეთის „გრუ“-ს ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის იულია სკრიპალის მოწამლვის გამო ამერიკამ რუსეთს სანქციები პირველად 2018 წლის აგვისტოში დაუწესა. ამერიკული კანონმდებლობის მიხედვით, ვაშინგტონი უფლებამოსილია შემოიღოს შეზღუდვები იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელმაც ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი გამოიყენა. ამავე კანონის თანახმად, თუ ამერიკის პრეზიდენტი ვერ ადგენს, რომ ქვეყანამ ქიმიური იარაღის გამოყენება შეწყვიტა, ის ვალდებულია სანქციების მეორე პაკეტი აამოქმედოს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)