01:24 - 09 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-25 17:41:41, 1364 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინა აფხაზეთში ე.წ არჩევნების გამართვას რუსეთის პროვოკაციად აფასებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ, ოკუპირებულ აფხაზეთში, საქართველო, 2019 წლის 25 აგვისტოს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, – ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო უწყება ავრცელებს.

ყალბ "არჩევნებს" და განიხილავს მათ, როგორც რუსეთის ფედერაციის მორიგ პროვოკაციულ მცდელობას, მოახდინოს პრორუსული სეპარატისტული რეჟიმის ლეგიტიმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აფხაზეთში. უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ აღიარებს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობას. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების პატივისცემისკენ და განუხრელი შესრულებისკენ, აგრეთვე ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის "დამოუკიდებლობის" აღიარების გადაწყვეტილების გადახედვისკენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics