|
2019-08-24 13:07:57, 1681 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ ია კერზაიას საქმეზე პარლამენტში საკომიტეტო მოკვლევის ჯგუფის შექმნას მოითხოვს
„ევროპული საქართველო“ ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას საქმეზე პარლამენტში საკომიტეტო მოკვლევის ჯგუფის შექმნას მოითხოვს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე სერგო რატიანმა განაცხადა, აღნიშნულ საქმეზე გამოძიების შეწყვეტა უსაფუძვლოა. „ბოლო პერიოდის განმავლობაში, ფაქტობრივად, არ ყოფილა დღე, რომ ხელისუფლება არ აწარმოებდეს პოლიტიკური ინტერესით გაჯერებულ დვენას იმ ოპონენტების წინააღმდეგ, რომლებიც სახელმწიფოსგან განსხვავებულ პოლიტიკურ ინტერესსა თუ მოსაზრებას გამოხატავენ - იქნება ეს წამყვანი სატელევიზიო არხის დახურვა, ,,თიბისის” დამფუძნებლების წინააღმდეგ 11 წლისწინანდელი ამბის შესახებ საქმის აღძვრა თუ ბოლოდროინდელი მოვლენები “ტვ პირველის” დამფუძნებელთან დაკავშირებით, რომლებშიც აშკარად იკვეთება ერთი დამოკიდებულება, რომ ნებისმიერი განსხვავებული პოზიცია პოლიტიკური ინტერესის საგანი ხდება და მასზე სახელმწიფო მყისიერ რეაგირებს იწყებს. ამ ფონზე, გუშინ ცნობილი გახდა, რომ პროკურატურის მტკიცებით, დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძველზე, ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა, რადგან საქმეზე ჩატარებულმა გამოძიებამ არ დაადასტურა - სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებისას ია კერზაიას მიმართ უკანონო მოპყრობა, ასევე, ფაქტი, რომ სკოლის ინსპექტირება პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული. მინდა, კიდევ ერთხელ, გამოვეხმაურო აღნიშნულ ფაქტს და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მომხდარი ამბავი პირდაპირი ასახვაა იმ პოლიტიზირებული სიტუაციის, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაშია შექმნილი და დასტური, რომ განათლების სამინისტრო აუდიტის სამსახურს იყენებს სადამსჯელო საშუალებად. რაც არაერთხელ დადასტურებულა და თვალნათლივ გამოვლინდა ბოლოს არჩევნების პერიოდში სწორედ ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, რომ ევროპულმა საქართველომ ამ საკითხთან დაკავშირებით მოითხოვა საკომიტეტო მოკვლევის ჩატარება, რაც ამ მომენტამდე არ დაწყებულა იმ მოტივით, რომ პროკურატურა ახორციელებდა გამოძიებას. ფაქტია, რომ აღნიშნული გამოძიება შეწყდა და დასრულდა ისე, როგორც ეს მავანთათვის იყო ხელსაყრელი. აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ, უახლოეს პერიოდში შეიქმნას საკომიტეტო მოკვლევის ჯგუფი, რის შემდგომაც ,,ევროპული საქართველო” განსაზღვრავს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას“, - განაცხადა სერგო რატიანმა შეგახსსენებთ, რომ გუშინ გენერალურმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყდა. საგამოძიებო უწყება მიზეზად „დანაშაულის არარსებობას“ ასახელებს.
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)