04:39 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-23 11:22:51, 2409 ნახვა

მსოფლიო
ამაზონის ხანძრებში ბრაზილიის მთავრობა და არასამთავრობო ორგანიზაციები ერთმანეთს ადანაშაულებენ

ბრაზილიაში, „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტროპიკული ტყეები იწვის. 

BBC-ის მონაცემებით, 2019 წელს ამაზონის ჯუნგლებში   ათწლეულის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის ხანძარი დაფიქსირდა.

„კოსმოსური კვლევის ეროვნული ინსტიტუტის“ (Inpe)  მონაცემებით, წელს, 2018 წლის დროის იგივე მონაკვეთთან შედარებით, ხანძრების რაოდენობა 85%-ითაა გაზრდილი.

ტყის ხანძრები ამაზონში მშრალი სეზონის განმავლობაში, ივლისიდან ოქტომბრამდე  გრძელდება.  ხანძრები შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ბუნებრივი მოვლენებით(მაგ. მეხის დაცემა), ასევე ხელოვნურად - ფერმერები საძოვრებისა თუ სასოფლო-სამეურნეო მიწების მიღების მიზნით, ტყისგან მიწას ამგვარად ასუფთავებენ.

ეკო-აქტივისტები ტყის ხანძრებში ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს ადანაშაულებენ, რომელიც ანტი-ეკოლოგიური რიტორიკით გამოირჩევა.

თავის მხრივ, ბოლსონარუ ხანძრების გაჩენაში არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს, და აცხადებს, რომ ამ გზით მათ მთავრობის იმიჯის შელახვა სურთ.

მოგვიანებით, ბოლსონარუმ განაცხადა, რომ ბრაზილიას ცეცხლის წინააღმდეგ საბრძოლველად საკმარისი რესურსი არ აქვს.

ოფიციალური სტატისტიკით, 2019 წლის პირველ 8 თვეში  ბრაზილიაში 75000-ზე მეტი ტყის ხანძარი დააფიქსირდა, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.  შედარებისთვის, მთელი 2018 წლის მანძილზე, სულ  39759 ხანძარი მოხდა.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით.  

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics