|
2019-08-21 20:53:06, 1255 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - ოკუპაცია არის გამოწვევა, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს
ჩვენთვის ოკუპაცია არის ყველაზე მტკივნეული გამოწვევა, ეს არის საკითხი, რომელიც თითოეულ საქართველოს მოქალაქეს უნდა გვაერთიანებდეს, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს ჩვენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში ჯურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ოკუპაციასთან ბრძოლა არის რთული პროცესი, რომელიც პრინციპულ მიდგომებს და სწორ და ეფექტურ სტრატეგიას მოითხოვს. „ბუნებრივია, ამ სტრატეგიაში საერთაშორისო თანამეგობრობის როლი უმნიშვნელოვანესია და ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერას აქვს განსაკუთრებული როლი. ჩვენ ვიყენებთ ყველა საერთაშორისო პლატფორმას იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები. ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ეს პროცესი შეჩერდება უმოკლეს ვადებში, ვინაიდან, სამწუხაროდ, საოკუპაციო ძალა განაგრძობს თავისი საოკუპაციო ნაბიჯების გადადგმას. ჩვენი მხრიდან უნდა იყოს პრინციპული პოზიცია და უნდა იყოს ერთსულოვნება და ერთად დგომა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრის თქმთ, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეიქმნას განსაკუთრებული პირობები, რათა თითოეული მათგანი გრძნობდეს სახელმწიფოს მხარდაჭერას. „ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში. მე გუშინ კიდევ ერთხელ მოვისმინე ჩვენი მოქალაქეებისგან, თუ რა გვაქვს დამატებით გასაკეთებელი და ამას აუცილებლად უზრუნველვყოფთ. მინდა ხაზი გავუსვა ადგილობრივი მოსახლეობის განწყობას, მათ მხნეობას და პრინციპულობას, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის, პირველ რიგში ჩემთვის არის ძალიანმნიშვნელოვანი. ეს არის ის გადამდები მუხტი და ენთუზიაზმი, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს უნდა აერთიანებდეს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)