23:35 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-19 17:12:12, 1431 ნახვა

პოლიტიკა
ჯეიმს აპატურაი ე.წ. ბორდერიზაციაზე: ნატო ამ ქმედებების შეწყვეტას და გაუქმებას კვლავ ითხოვს

ნატო  კვლავ ითხოვს ამ ქმედებების შეწყვეტას და გაუქმებას -  ასე გამოეხმაურა  ნატოს-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი  სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი, გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აპატურაი წერს, რომ ოკუპანტების უკანონო ქმედებები დამატებით სირთულეებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას.

„საქართველოში, სამხრეთ ოსეთის რეგიონში, სოფელ გუგუთიანთკარში რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაახლეს ღობეების დამონტაჟება და გადაადგილება. ეს დამატებით სირთულეებს ჰქმნის, წყვეტს რა ხალხს საკუთარ მიწას, ოჯახსა და მეგობრებს. ამასთანავე ეს უკანონო ქმედებაა. ნატო კვლავ ითხოვს ამ ქმედებების შეწყვეტას და გაუქმებას. ნატო აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში“, - წერს აპატურაი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics