00:03 - 09 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-18 16:37:58, 1288 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - მთავრობა მოქალაქეების დაცვისთვის არაფერს აკეთებს

საქართველოს მთავრობა მოქალაქეების დაცვისთვის არაფერს აკეთებს და მათ მხარში არ უდგას - „ევროპული საქართველოს“ წევრი, ელენე ხოშტარიმ საოკუპაციო ხაზთან მედიას განუცხადა.

„რუსეთი არის საშიში ადამიანებისთვის, ეს არის ჰუმანიტარული კრიზისი. როდესაც ადგილზე მოვდივართ, გასაგები ხდება, რამდენად დაუცველები არიან ადამიანები. აქ, სადაც რამდენიმე მეტრში არის რუსული ბაზა, მუდმივად უნდა იყოს ბლოკპოსტები, მუდმივად უნდა იცოდნენ, რომ შეეფეთებიან ქართულ პატრულს, იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს მათთვის შემაფერხებელი, რომ ისე ვერ ისეირნონ, როგორც მათ მოუნდებათ. ადგილზე ნათლად ჩანს, რომ აბსოლუტურად დაუცველი არის სოფელი. სად არის სახელმწიფო, სად არის პრეზიდენტი, პრემიერი, სად არიან. გუგუტიანთკარში, დიდი პაუზის შემდეგ სათითაოდ ჩალაგდნენ და უკვე როდესაც გავლებული იყო და დასრულებული იყო და რაც მთავარია, იმას კი არ იძახიან, რომ როგორ ვებრძოლოთ ამ ყელაფერს, თავს იწონებენ, როგორ გაჩერდა ახლა პროცესიო, აქ სად არიან ახლა?“ - აცხადებს ელენე ხოშტარია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics