|
2019-08-15 16:38:05, 1877 ნახვა
ეკონომიკა
მიქაბაძე: საქართველოში თითქმის 6 წელიწადში უფრო მეტი ინვესტიცია შემოვიდა, ვიდრე მანამდე 12 წლის განმავლობაში
„2012 წლის ბოლო კვარტალიდან დღემდე საქართველოში შემოვიდა უფრო მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, ვიდრე მანამდე - თითქმის 12 წლის მანძილზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ „საქსტატის" მიერ 2018 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაზუსტებული მონაცემის კომენტირებისას. მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2018 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა დაზუსტდა, რომელმაც 1 265.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის წინასწარ მონაცემს 2.7 პროცენტით აღემატება. „2018 წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, მართალია, შემცირებულია წინა წელთან შედარებით, როდესაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, მაგრამ საქმე გვაქვს ობიექტურ ფაქტორებთან, რომლებიც ერთმანეთს დაემთხვა და არცერთი მათგანი არ უკავშირდება რაიმე ფუნდამენტური რისკის რეალიზაციას ან საინვესტიციო გარემოს გაუარესებას," - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ და დეტალურად განმარტა შემცირების ძირითადი მიზეზები. მინისტრის მოადგილის თქმით, მაგისტრალური გაზსადენის პროექტი ფინალურ ეტაპზე გადავიდა, შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, შემცირდა ინვესტიციები ტრანსპორტის სექტორში. ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ასევე გვაქვს ორი მნიშვნელოვანი მოვლენა - არარეზიდენტების მიმართ უცხოური ვალდებულებების გასტუმრება, რაც ცალსახად პოზიტიური მოვლენაა საგარეო მოწყვლადობის შემცირების მიმართულებით და მეორე - რამდენიმე მსხვილი საწარმო, რომელიც ადრე წარმოადგენდა არარეზიდენტების საკუთრებას, საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში გადმოსვლა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებისა და საერთაშორისო მეთოდოლოგიისა და სტანდარტების მიხედვით, არარეზიდენტებისგან მიღებული სესხების რეკლასიფიკაცია განახორციელა. „დეტალური კვლევის შედეგად იდენტიფიცირებულ იქნა ცალკეული შემთხვევები, სადაც სესხის გამცემი წარმოადგენდა არა „სხვა არარეზიდენტს", არამედ სესხის მიმღებ კომპანიასთან დაკავშირებულ სუბიექტს. ამგვარი სესხი კი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას წარმოადგენს. შედეგად, 2007-2018 წლების პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლები გაიზარდა“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.
(NS)
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)