|
2019-08-13 17:07:16, 3847 ნახვა
მსოფლიო
პესკოვი: პუტინი აქციებს ყურადღებას აქცევს - ყველაფერზე აზრის გამოთქმა აუცილებელი არ არის
ვლადიმერ პუტინი მოსკოვში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ყურადღებას აქცევს და მას როგორც ჩვეულებრივ მოვლენას, ისე განიხილავს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. „რუსეთში, ყოველდღიურად უამრავი რამ ხდება, რომლებიც, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ყურადღებას იქცევს, თუმცა, ყველაფერზე აზრის გამოთქმა აუცილებელი არ არის“, - განაცხადა პესკოვმა. მისი თქმით, მსგავსი საპროტესტო აქციები მთელს მსოფლიოში ხდება და მცდარია მოსაზრება, რომ ეს პოლიტიკური კრიზისის შედეგია. პოლიციისა და რუსეთის გვარდიის ქმედებებზე საუბრისას პესკოვმა ხაზი გაუსვა, რომ სამართალდამცავი ორგანოები უკანონობის აღსაკვეთად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად თავიანთ მოვალეობებს ასრულებდნენ. პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ კრემლი აუცილებლად შეისწავლის მასალებს, რომლებიც სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტებაზე მიუთითებს. „ვიმეორებ, პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ შეუძლია და არ უნდა გამოიტანოს განაჩენი ამ თემაზე. ეს არ არის კრემლის პრეროგატივა. ერთადერთი, ვისაც შესაბამისი გამოძიების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს, არის სასამართლო", - აღნიშნა პესკოვმა. შეგახსენებთ, ხელისუფლებასთან შეუთანხმებელი საპროტესტო აქციები, რომელიც მოსკოვის საქალაქო დუმის არარეგისტრირებული დეპუტატობის კანდიდატების მიერ იყო ორგანიზებული, მოსკოვში 14 ივლისს, 27 ივლისს და 3 აგვისტოს გაიმართა. აქციების დროს ჯამში 1 700 დემონსტრანტი დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)