21:10 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-08 17:34:43, 1585 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: ომის დროს ნიკოლა სარკოზი ჯამბაზივით იქცეოდა

„ომის დროს სარკოზიმ ამერიკელების დიპლომატიური პროცესისგან ჩამოშორება შეძლო და ორმაგი თამაში ითამაშა“, - ასე შეაფასა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროკავშირის მაშინდელი თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის როლი 2008 წლის აგვისტოს ომის პროცესში.

სააკაშვილის შეფასებით, სარკოზის ძალისხმევის ერთადერთი დადებითი შედეგი რუსეთისთვის ჯარის გაყვანის დავალდებულება იყო, თუმცა მის ქმედებებს ცუდი შედეგებიც მოჰყვა.

„სარკოზი ჯამბაზივით იქცეოდა, ის ძალიან არაკომპეტენტური იყო. სარკოზის უკმაყოფილების გამო  ამერიკისა და  აღმოსავლეთ ევროპელების მიმართ,  იგი ამერიკელების როლის დაქვეითებას ცდილობდა. ამერიკელებს არ სურდათ, რომ ეს მისია მას შეესრულებინა. სარკოზიმ ამერიკელების დიპლომატიური პროცესისგან ჩამოშორება შეძლო და ორმაგი თამაში ითამაშა. მოდით ვთქვათ, რომ ამ მისიის კარგი, პოზიტიური მხარე რუსეთისთვის ჯარის გაყვანის ვალდებულება იყო, თუმცა მეორე მხრივ, იმდენი ცუდი შედეგი მოჰყვა: ამერიკელების ჩამოშორება, რუსეთისთვის უსაფრთხოების ზონების მიცემა, მათთვის გარკვეული ლეგიტიმური როლის მინიჭება და სარკოზის საქციელის ყველაზე ცუდი ნაწილი კი ის იყო, რომ მან ეს შეთანხმება რამდენიმე თვეში დაივიწყა. მან ის მისტრალებში გაცვალა“, - განაცხადა სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ცნობილი ფსიქოთერაპევტ ანატოლი კაშპიროვსკის ცხედარი მოსკოვიდან უკრაინის საზღვრისკენ გადაასვენეს, მას უკრაინაში დაკრძალავდნ
ზახაროვა პრორუსი პროპაგანდისტების სანქცირებას დიდი ბრიტანეთის მხრიდან - ეს არის საშინელი ფარისევლობა ბრიტანეთის ხელისუფლების მხრიდან
საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics