|
2019-08-07 19:45:21, 2323 ნახვა
მსოფლიო
ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი დააკავეს
ყირგიზეთის ექსპრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ატამბაევის მომხრეებზე დაყრდნობით ავრცელებს. ექსპრეზიდენტის ადვოკატი სერგეი სლესარევი აცხადებს, რომ ზუსტად არ იცის, სად იმყოფება მისი დაცვის ქვეშ მყოფი. „რია ნოვოსტის“ ცნობით, მანამდე სოფელ კოი-ტაშში, ატამბაევის რეზიდენციაში, სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა, სადაც ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ადგილზე მომუშავე ჟურნალისტები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ატამბაევის სახლის მიდამოებში ისმის სროლისა და აფეთქებების ხმა, იწვის საბურავები და ხეები. გარდა ამისა, დაუდგენელ პირებს ახლო-მახლო მდებარე სათვალთვალო კამერები მწყობრიდან გამოჰყავთ. ყირგიზეთის პარლამენტმა 20 ივნისს ქვეყნის პროკურატურას ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ ბრალდებების ნუსხა გადასცა, რომელთა შორის, ატამბაევს კორუფციაშიც სდებენ ბრალს. ატამბაევმა პარლამენტის ბრალდებებს აბსურდული უწოდა. ალმაზბეკ ატამბაევი ყირგიზეთის პრეზიდენტის პოსტს 2011-2017 წლებში იკავებდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)