|
2019-08-07 11:16:46, 1133 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრმა მედიაციის შესახებ გაერო-ს კონვენციას ხელი მოაწერა
საქართველო შეუერთდა მედიაციის გაერო-ს კონვენციას შესახებ. ამ მიზნით სინგაპურში იმყოფება ქართული დელეგაცია იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს მთავრობის წევრები, აგრეთვე, საქართველოს არბიტრაჟთა ასოციაციის თავმჯდომარე სოფო ტყემალაძე. საქართველოს სახელით სინგაპურის კონვენციას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოაწერა ხელი. კონვენციასთან შეერთებით ქვეყანამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა იმ მიზნისაკენ, რომელიც რეგიონში საქართველოს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმების ცენტრად, საარბიტრაჟო და სამედიაციო ჰაბად ჩამოყალიბებას გულისხმობს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც კონვენციას შეუერთდა. კონვენციის ტექსტი 2018 წლის 20 დეკემბერს გაერო-ს ასამბლეაზე დამტკიცდა და ხელმოსაწერად გაიხსნა. მისი მიზანი კომერციულ და ვაჭრობასთან დაკავშირებულ დავებზე მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგებების აღსრულებისთვის ერთიანი საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოს შექმნაა, რაც ხელს შეუწყობს მედიაციის, როგორც დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის, განვითარებას. სინგაპურის კონვენცია მხარეებს შესაძლებლობას აძლევს, მარტივად დაეყრდნონ და აღასრულონ მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების ხელშეკრულებები კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებში, რითაც ხელს უწყობს საერთაშორისო ვაჭრობისა და ბიზნესურთიერთობების განვითარებას და ახალისებს მედიაციის გამოყენებას სავაჭრო და ბიზნესდავების გადაწყვეტისთვის, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიულ საშუალებას, არბიტრაჟთან ერთად. კონვენციას ხელი მოაწერა გაერო-ს 40-ზე მეტმა ქვეყანამ, რომელთა შორისაა სინგაპური, ჩინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი, ირანი, თურქეთი, უკრაინა, ბელარუსი, ყაზახეთი, მალაიზია, ავღანეთი, ჩილე, პარაგვაი, ფილიპინები, ყატარი, სამხრეთ კორეა, საუდის არაბეთი, სერბეთი. ვიზიტის ფარგლებში იუსტიციის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო მინისტერიალში თემაზე: „ნდობის დანერგვა, საერთაშორისო ვაჭრობის განვითარება." მინისტრმა ისაუბრა კანონის უზენაესობისა და სამართლიანი სასამართლოს მნიშვნელობაზე ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური აღმავლობის საქმეში და ყურადღება გაამახვილა დავების გადაჭრის ალტერნატიული მექანიზმების მნიშვნელობაზე. თეა წულუკიანის თქმით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს ქვეყანაში არბიტრაჟისა და მედიაციის ძლიერი მექანიზმების ჩამოყალიბების კუთხით. „ჩვენ შევცვალეთ კანონმდებლობა და მოხდა მისი ჰარმონიზაცია საერთაშორისო არბიტრაჟის პრინციპებთან; შევქმენით საკანონმდებლო მექანიზმი იმისთვის, რომ არბიტრების დამოუკიდებლობა იყოს გარანტირებული. ასევე, ძალზედ მნიშვნელოვანი იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთან თანამშრომლობა, რომელიც შარშან მემორანდუმის ხელმოწერით დასრულდა. ამჟამად საქართველოს პარლამენტი იხილავს კანონის პროექტს მედიაციის შესახებ, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა. ვფიქრობ, მედიაცია და არბიტრაჟი ნამდვილად არის დამატებითი ხელსაწყო იმისთვის, რომ წავახალისოთ ეკონომიკური ზრდა და გავუმკლავდეთ საქმეთა გადატვირთულობას საქართველოს სასამართლოებში", − განაცხადა თეა წულუკიანმა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ქართული დელეგაციის მონაწილეობა მაღალი დონის კონფერენციაში, რომელიც არბიტრაჟისა და მედიაციის საკითხებს ეძღვნება. ღონისძიებას საქართველოს დელეგაციასთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი დონის წარმომადგენლები და სასამართლო კორპუსის წევრები ესწრებიან. სინგაპურში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თეა წულუკიანი სინგაპურის იუსტიციისა და შს მინისტრს შეხვდება და დელეგაციასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს სინგაპურის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სინგაპურის ეროვნულ დღესასწაულში საქართველოს დელეგაცია მონაწილეობს.
(NS)
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)