|
2019-08-06 14:59:40, 1190 ნახვა
კომენტარი
კობახიძე - სიძულვილის ენასა და ქსენოფობიასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ოპოზიციის აჟიოტაჟი უსაფუძვლოა
„ეს ეუთო-ის რეკომენდაციაა, რომელიც სიძულვილის ენის და ქსენოფობიის საკითხების მოწესრიგებას ითვალისწინებდა, ხოლო ოპოზიციის აჟიოტაჟი უსაფუძვლოა“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკას საარჩევნო პროცესში ე.წ. სიძულვილის ენის აკრძალვის შესახებ. კობახიძე აცხადებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში სიძულვილის ენის დეფინიცია გაიწერება დეტალურად და მაქსიმალურად მიახლოვებული იქნება მის საყოველთაო, კონვენციურ მნიშვნელობასთან. „ეს იყო ერთ-ერთი ეუთო-ს რეკომენდაციებიდან, რომელიც ითვალისწინებდა სწორედ სიძულვილის ენის და ქსენოფობიის საკითხების მოწესრიგებას და შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას. ეს იყო მათი რეკომენდაცია და შესაბამისად, არის მაქსიმალურად რბილი ფორმით ეს ყველაფერი ასახული კანონმდებლობაში. აქედან გამომდინარე, არანაირი საფუძველი იმ აჟიოტაჟის, რომელიც ხელოვნურადაა ჩამოყალიბებული, არ აქვს. მარტივად, იწერება საარჩევნო კანონმდებლობაში, რომ თუ რაიმე სააგიტაციო მასალა შეიცავს სიძულვილის ენას ან ქსენოფობიას, ამ შემთხვევაში ის ვერ გავრცელდება. რაც შეეხება ტერმინის „სიძულვილის ენა“ დეფინიციას - მას აქვს ერთი ვიწრო, კონვენციური განმარტება, რომლის მიხედვითაც, დისკრიმინაციულ ნიშნებს არ უნდა შეიცავდეს გამონათქვამი. მაგალითად, თუ ხდება მითითება ადამიანის ეთნიკურ წარმომავლობაზე და ა.შ., ამ შემთხვევაში ითვლება გამონათქვამი თუ განცხადება სიძულვილის ენის შემცველად. ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა, რომ დეტალურად ავსახოთ დეფინიცია კანონმდებლობაში. ჩვენ ვერანაირად ვერ შევზღუდავთ საარჩევნო პროცესებში ხისტ ან, თუნდაც, შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს. წარმოუდგენელია პოლიტიკურ პროცესში ამის შეზღუდვა. ერთადერთი რაც შეიძლება შეიზღუდოს, ეს არის სიძულვილის ენა, ქსენოფობია. ანუ, მაგალითად, ადამიანის კრიტიკა, პირობითად, მისი ეთნიკური წარმომავლობის, ან ორიენტაციის გამო და ა.შ მაგალითად, გუშინ, როდესაც ვთქვი მე კონკრეტულ პარტიებზე, რომ მათ აქვთ კრიმინალური წარსული, ეს აბსოლუტურად თავსებადია გამოხატვის თავისუფლებასთან და იგივე შეუძლია თქვას ვიღაცამ ჩვენს პოლიტიკურ პარტიაზე. ამას ვერავინ ვერავის ვერ შეუზღუდავს. მე შემიძლია დავუძახო კონკრეტულ პარტიას კრიმინალური გაერთიანება, ვიღაცამ ვიღაცას შეიძლება დაუძახოს მოღალატე და ა.შ. ეს პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილია. რაც შეეხება სიძულვილის ენას და ქსენოფობიას, ეს უნდა დარეგულირდეს”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ალიევმა გაათავისუფლა საფრანგეთის ორი მოქალაქე რომლის გამოც ორი რუსი ოლიგარქი სანქციების სიიდან ამოიღეს
80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვნის დევნილთა დასახლებას, წყალმომარაგება 36 საათით შეეზღუდება
გორდულაძე – ევროკავშირში უნდა აწყობდეთ, რომ ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თავადვე მოძებნონ
წითლიძე- აფხაზეთში ჯერ კიდევ არის რუსული ნარატივი, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის უნდა იყოს მტრობა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)