|
2019-08-04 12:07:46, 2919 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - თავდასხმა ელ პასოში ლაჩრობის აქტია
"დღეანდელი თავდასხმა ელ პასოში, არის არა მრტო ტრაგედია, არამედ ლაჩრობის აქტი." - ამის შესახებ საკუთარ "ტვიტერზე" აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაწერა. ამასთან აშშ-ს პრეზიდენტმა მიუსამძიმრა დაღუპულების ოჯახებს. "მე ვდგავარ ყველას გვერდით, ვინც ამ სიძულვილით სავსე დანაშაულს გმობს. არ არსებობს რაიმე, რაც უდანაშაულო ადამიანებს სიკვდილს გაამართლებს", — წერს ტრამპი. ცნობილი გახდა, რომ მოკლული 20 ადამიანისგან 3 მექსიკის მოქალაქეა. ტეხასის გუბერნატორმა გრეგ ებოტტმა თქვა, რომ თავდასხმა იყო გულისამრევი, არაფრისმომცემი ძალადობის აქტი. გუბერნტორის მტკიცებით ამ დანაშაულთან კავშირში ყველა პირი სასამართლოს წინაშე წარსდგება. ტეხასის შტატის ქალაქ ელ-პასოს სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაიჭრა. სავაჭრო ცენტრ „ვალმარტში“ 21 წლის პატრიკ კრუსიუსმა უმისამართო ცეცხლი ახსნა. პოლიციელების ინფორმაციით, სროლა Wallmart-ის ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა, რომელიც Cielo Vista Mall-ის მახლობლად მდებარეობს. შემთხვევის ადგილი მექსიკის სახელმწიფო საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული. ელ-პასოს პოლიციის უფროსის, გრეგ ალენმა განაცხადა, რომ გამოძიება სიძულვის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულად განიხილება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)