|
2019-08-03 15:47:26, 2978 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის პოლიციამ ინტერპოლით ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავა
უკრაინაში საერთაშორისო ძებნაში მყოფი საქართველოს მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ოდექსის ოლქის პოლიცია ავრცელებს. უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 35 წლის საქართველოს მოქალაქე თბილისში 2005 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის იძებნებოდა. ამავე წლის ოქტომბერში სასამართლომ ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 203-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით გააამართლა და 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გასამართლებული პირი ინტერპოლის ხაზით 2011 წლიდან იძებნებოდა. სამართალდამცველებმა ის ოდესაში დააკავეს. მამაკაცი ყალბი პასპორტით გადაადგილდებოდა. უკრაინულმა სასამართლომ მას თავდაპირველად 40-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, შემდგომ კი, მისი ექსტრადირება გადაწყდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)