|
2019-08-02 12:54:44, 2492 ნახვა
მსოფლიო
Politico: დონალდ ტრამპმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რუსეთისთვის ე.წ. სკრიპალების საქმის გამო, ახალი სანქციები დააწესა, - ამის შესახებ გამოცემა Politico თეთრ სახლში არსებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაიით, რუსეთისთვის სანქციების მეორე პაკეტის შემოღების ბრძანებას ამერიკის პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სახის შეზღუდვებზეა საუბარი. მედიის ცნობით, რუსეთის „გრუ“-ს ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის იულია სკრიპალის მოწამლვის გამო ამერიკამ რუსეთს სანქციები პირველად 2018 წლის აგვისტოში დაუწესა. ამერიკული კანონმდებლობის მიხედვით, ვაშინგტონი უფლებამოსილია შემოიღოს შეზღუდვები იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელმაც ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი გამოიყენა. ამავე კანონის თანახმად, თუ ამერიკის პრეზიდენტი ვერ ადგენს, რომ ქვეყანამ ქიმიური იარაღის გამოყენება შეწყვიტა, ის ვალდებულია სანქციების მეორე პაკეტი აამოქმედოს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)