01:04 - 22 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-02 12:51:56, 2401 ნახვა

მსოფლიო
საუდელ ქალებს დამოუკიდებლად მოგზაურობის უფლება მისცეს

საუდის არაბეთში ქალებს მეურვის ნებართვის გარეშე საზღვარგარეთ მოგზაურობის უფლება მისცეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ახალი განკარგულების მიხედვით, 21 წელს გადაცილებულ ქალებს უფლება ექნებათ პასპორტი აიღონ და აგრეთვე ქვეყანა ოჯახის წევრი მამაკაცის ნებართვის გარეშე დატოვონ. 

ცნობისთვის, მანამდე საუდელ ქალებს პასპორტის ასაღებად და მოგზაურობისათვის კაცი მეურვის - ქმრის, მამის, ძმის ან სხვა მამრობითი სქესის ნათესავის თანხმობა სჭირდებოდათ. 

შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ, მუჰამედ ბინ სალმანმა შეზღუდვების ნაწილი უკვე გააუქმა. გასულ წელს საუდელ ქალებს მანქანის მართვისა და ფეხბურთის მატჩზე დასწრების უფლებაც მისცეს.

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ყველა ტელეარხმა ტრამპის ბოიკოტი გამოაცხადა
ირლანდიიდან საქართველოს 43 მოქალაქე დეპორტირებულია
ღარიბაშვილის ახალი წერილი - ჩემი პატიმრობა პირველივე დღიდან პოლიტიკურია
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics