|
2019-08-02 11:24:08, 1121 ნახვა
კომენტარი
გვარამია - ეს ივანიშვილის დაკვეთაა, რომ ვერ გავხსნა ახალი ტელევიზია და „R2“-ის გაკოტრება დამაბრალონ
„ეს ივანიშვილის დაკვეთაა და ემსახურება იმას, რომ ვერ გავაკეთო ახალი ტელევიზია, მაგრამ მაინც გავაკეთებ და რომ გააკოტრონ „რუსთავი 2“ და მე დამაბრალონ“, - ამის შესახებ პროკურატურაში გამოკითხვაზე მისულმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა. „ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი დაკვეთა, საქართველოში არის ოლიგარქია, ეს საკითხი უკვე გარკვეული და გაცნობიერებულია არა მარტო ჩვენს მიერ, არამედ, მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორების მიერ, და მათი ადგილობრივი წარმომადგენლების, მოგეხსენებათ, რომ გუშინ მთელი დღე მათთან ვსაუბრობდი. ეს ემსახურება იმას, რომ პირველი - მე ვერ გავაკეთო ახალი ტელევიზია, მაგრამ მაინც გავაკეთებ და მეორე, რომ გააკოტრონ რუსთავი 2 რასაც გააკეთებენ აუცილებლად და დამაბრალონ მე. კიდევ ერთხელ ვამბობ, დამაბრალონ და მე გავისტუმრებ ხელფასებს და ვაცოცხლებ ამ კომპანიას კიდევ 7 წელი“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. ცნობისთვის, პროკურატურამ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე. საგამოძიებო უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ სხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაგეგმილია ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ყოფილი დირექტორის ნიკოლოზ გვარამიას გამოკითხვა.
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)