|
2019-08-02 11:17:50, 1112 ნახვა
კომენტარი
„იქ სადაც 3-სიტყვიანი გინებისთვის 9 თვეს უსჯიან, ყველაფერი მოსალოდნელია“ - გვარამია არ გამორიცხავს, რომ დააკავონ
"რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა მელია, არ გამორიცხავს, რომ დააკავონ. გვარამიამ "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელის ზვიად კუპრავასთვის 9-თვიანი პატიმრობის შეფარდებაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილების შემდეგ, ყველაფერია მოსალოდნელი. "შესაძლებელი არის, რომ ბრალდებული გავხდე. არ გამოვრიცხავ, რომ არ გამომიშვან. კუპრავას გუშინ ჩემზე უფრო ნაკლები გინებისთვის შეუფარდეს 9 თვე, თან სადღაც სასადილოში ნათქვამი. უპრეცენდენტო რამეზე ვლაპარაკობთ. ეს მართლა გახდება ქრისტომატიული საქმე მთელი ევროპის მასშტაბით. ამ ქვეყანაში, სადაც 3 სიტყვიანი გინებისთვის 9 თვეს უსჯიან ყველაფერია მოსალოდნელი", - განაცხადა ნიკა გვარამიას. ცნობისთვის. "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი გამოკითხვაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა. პროკურატურამ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე. საგამოძიებო უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ სხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაგეგმილია ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ყოფილი დირექტორის ნიკოლოზ გვარამიას გამოკითხვა.
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)