|
2019-08-01 18:41:53, 1591 ნახვა
კომენტარი
სალია: როდესაც იღებ საჩუქრად წილს კომპანიაში, ამ წილს მოჰყვება გარკვეული ფინანსური ვალდებულებები
"ქიბარ ხალვაშს არ აქვს ვალდებულება თუნდაც 1% დაუთმოს ვინმეს, ეს ძალიან კარგად იციან მათაც და ამბობენ კიდევაც", - ასე გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელეკომპანიის დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძეს დღევანდელ ბრიფინგს. მისი თქმით, 2015 წლის შემდეგ, როდესაც ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიის დაბრუნების შემთხვევაში დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს 50%-ს შეჰპირდა, კიდევ არაერთი წინადადება განიხილეს და ერთ-ერთი სწორედ 40%-იანი წილი იყო. „სხვადასხვა დროს სხვადასხვა საუბრები იყო და საბოლოო ჯამში ქიბარ ხალვაშმა, რომელიც სამართლებრივად, ყველანაირი პროცედურის დაცვით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დარეგისტრირდა მესაკუთრედ, მან გამოიჩინა კეთილი ნება. ქიბარ ხალვაშს არ აქვს ვალდებულება თუნდაც 1% დაუთმოს ვინმეს, ეს ძალიან კარგად იციან მათაც და ამბობენ კიდევაც. ეს არ არის ვალდებულება, ეს არის კეთილი ნება. რატომ არ მაძლევ უფრო მეტს და არ მჩუქნი, მგონი არასწორია. რაც შეეხება იმას, რა იყო შეთავაზებული 2015 წელს და რა იყო შეთავაზებული ახლა. 2015 წელს განიხილებოდა, საჯაროდ ითქვა, რომ ქიბარ ხალვაში მზად იყო დაეთმო 50 პროცენტი, თუმცა ამ საუბრებს მიღმა ასევე ბევრი საუბარი იყო, ბევრი დისკუსია, რაც საბოლოო ჯამში, თუნდაც ორი დღის წინანდელ შეხვედრაზე ითქვა ორივე მხარის მიმართ, რომ მოდი, დავანებოთ თავი რა იყო წარსულში, რადგან რეალურ შეთანხმებამდე ჩვენ ვერ მივედით, ამიტომ დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან ამ ნაწილში ურთიერთობა და თქვით, რასაც გვთავაზობთ. ქიბარ ხალვაშმა უთხრა ის, რასაც სთავაზობდა, მან შესთავაზა 40%. 40% არის საკმაოდ დიდი წილი კომპანიაში. კონტროლის ბევრი მექანიზმი არსებობს და 40 %-ის მფლობელს საკმაოდ დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია“,- აცხადებს სალია. სალია განმარტავს, რომ თუნდაც 40 %-ის მიღებას რუსთავი ორის დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძეს მხრიდან გარკვეული ფინანსური პასუხისმგებლობის აღება სჭირდებოდა, რაც მათ არ სურდათ. „ჯარჯისთან და დათოსთან მქონდა საუბარი კომპანიაში არსებულ ვითარებაზე. როდესაც იღებ საჩუქრად წილს კომპანიაში, ამ წილს მოჰყვება გარკვეული ფინანსური ვალდებულებები. იცით, კომპანია რა მდგომარეობაშიცაა, არის გარკვეული ანხები მოსაზიდი და ა.შ. როდესაც კომპანიას აქვს ფინანსური ვალდებულებები როგორც წესი, პარტნიორები დამატებით ძალებს მიმართავენ - ან ავსებენ საწესდებო კაპიტალს, ან მოაქვთ სესხი და ასე შემდეგ და მონაწილეობენ კომპანიის გაჯანსაღებაში. ამაზე იყო საუბარი - თუ პარტნიორები ვართ, პარტნიორები უნდა ვიყოთ ყველა გაგებით“, - განაცხადა პაატა სალიამ.
ალიევმა გაათავისუფლა საფრანგეთის ორი მოქალაქე რომლის გამოც ორი რუსი ოლიგარქი სანქციების სიიდან ამოიღეს
80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვნის დევნილთა დასახლებას, წყალმომარაგება 36 საათით შეეზღუდება
გორდულაძე – ევროკავშირში უნდა აწყობდეთ, რომ ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თავადვე მოძებნონ
წითლიძე- აფხაზეთში ჯერ კიდევ არის რუსული ნარატივი, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის უნდა იყოს მტრობა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)