|
2019-07-31 17:01:24, 1351 ნახვა
ეკონომიკა
ექსპერტი ნიკა შენგელია: რეალური ინფლაცია იმაზე მეტია, ვიდრე ეს ფურცლებზე არსებობს
„საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრი“-ს ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია ლარის გაუფასურების მიზეზად მთავრობისა და ეროვნული ბანკის არაკონსოლიდირებულ მუშაობას ასახელებს. შენგელიას მოსაზრებით, ინფლაციის გათვლის არასწორი მეთოდოლოგიის გამო, რეალურად, ინფლაცია უფრო მაღალია, ვიდრე სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებშია ასახული. „რომ ვთქვათ, რომ რამე საგარეო შოკებითაა გამოწვეული, ჩვენ ამას ვერ ვხედავთ, იმიტომ, რომ რეგიონალურ სამეზობლოში ყველა ვალუტა მყარდება. ეს არის მთავრობისა და ეროვნული ბანკის არაკონსოლიდირებული მუშაობის შედეგი. ის მონაცემები, რასაც ეროვნული ბანკი სტატისტიკის დეპარტამენტიდან ღებულობს, არ ასახავს რეალობას. 2011 წელს , მოგეხსენებათ შეიცვალა ინფლაციური გათვლის მეთოდოლოგიაში წონები შეიცვალა, ანუ, სურსათი და სხვა პირველადი საჭიროების საქონელის წონების წილი ინფლაციის გათვლისას შემცირდა. ეს გადმოღებულია განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებიდან, მაშინ როდესაც საქართველო ჯერ კიდევ განვითარებადია. ფაქტობრივად, რეალური ინფლაცია იმაზე მეტია, ვიდრე ეს ფურცლებზე არსებობს. ეროვნული ბანკი უყურებს იმ გრაფიკებს, რასაც იღებს სტატისტიკის დეპარტამენტიდან და შედეგები გვაქვს ისეთი არარეალური, როგორიც დღეს გვაქვს. ყველამ კარგად ვიცით, რომ იმ 100 ლარით, რომელიც თუნდაც ერთი თვის წინ მოქალაქეს ედო ჯიბეში, დღეს ვერ ყიდულობ იმდენ პროდუქტს და მომსახურებას, ვიდრე 1 თვის უკან. ეროვნული ბანკი აპელირებს იმაზე, რომ თითქოსდა ტურისტული ნაკადი შემცირდა, მაგრამ თუ ვნახავთ ისევ იმ სტატისტიკის მონაცემებს, ივნისის თვეში შემოსულია 420 ათასამდე ტურისტი, რომელიც შარშანდელ მონაცემებთან შედარებით, 18%-ით გაზრდილია. ასე რომ, ეს გადაბრალებები მთავრობისა და ეროვნული ბანკის მხრიდან არ არის მართალი. რაც ჩვენ ეროვნული ბანკისგან მოვისმინეთ არის ის, რომ არ აპირებს შეამციროს რეფინანსირების სესხები, არ აპირებს გაზარდოს საპროცენტო განაკვეთი, და მიჰყვება ისე , როგორც აქამდე მიყვებოდა, ხოლო ის ფაქტორები რის შემდეგ ჩაერევა ეროვნული ბანკი ინტერვენციების გზით დოლარის კურსში, ჯერჯერობით უცნობია“, - განაცხადა ნიკა შენგელიამ „TV პირველის“ ეთერში.
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)