|
2019-07-30 18:34:55, 1536 ნახვა
კომენტარი
დვალი: ხალვაშს უფლება აქვს ნებისმიერი ციფრი, ან საერთო არაფერი შემოგვთავაზოს - მის წინადადებაზე ვიმსჯელებთ
„სამწუხაროდ, ისე აღმოჩნდა, რომ დღეს ჩვენ ვართ ერთი ადამიანის, ქიბარ ხალვაშის კეთილ ნებაზე დამოკიდებული“, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა, ტელეკომპანიის მფლობელთან, ქიბარ ხალვაშთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც დვალმა აღნიშნა, პროკურატურამ მას და ჯარჯი აქიმიძეს ყველანაირი სამართლებრივი ბერკეტი წაართვა. „სახელმწიფომ, კონკრეტულად კი პროკურატურამ, ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენ არანაირი სამართლებრივი ბერკეტი ამ წუთას არ გვაქვს. შესაბამისად, ეს არის კეთილი ნება. დრო ბევრი გავიდა იმის შემდეგ, რაც სხვა ციფრები გაჟღერდა. ჩვენ ვთვლით, რომ ქიბარ ხალვაშს სრული უფლება აქვს დაასახელოს ნებისმიერი ციფრი ან საერთოდ არაფერი არ შემოგვთავაზოს, უბრალოდ, ჩვენი სრული უფლებაა მივიღოთ, ან არ მივიღოთ“, - განაცხადა დვალმა. რაც შეეხება უშუალოდ ხალვაშის შეთავაზებას ტელეკომპანიის 40%-იან წილთან დაკავშირებით, დვალი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას მსჯელობის შემდეგ მიიღებენ. „მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენ ამაზე პასუხს არ ვიტყვით, მაინც ვიმსჯელებთ ადვოკატთან ერთად და დასაბუთებული იქნება პასუხი. ქიბარმაც აღნიშნა, რომ წინადადებასთან დაკავშირებით ბედნიერება არ გამოგვიხატავს და რა თქმა უნდა, რაც ჩვენ წინა დღეებში გავაჟღერეთ წითელ ხაზებთან დაკავშირებით, ფაქტორი იქნება. ძალიან საინტერესო საუბარი იყო, მაგრამ ყველაფერი მაინც დაიყვანება იმაზე, კონტროლი ვისია, უბრალოდ, მკაფიო და ჩამოყალიბებულ პასუხს ამ წუთას არ ვამბობთ. სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობაზე არ გვისაუბრია, მხოლოდ წილობრივ მონაწილეობაზე იყო საუბარი“, - განაცხადა დავით დვალმა.
ალიევმა გაათავისუფლა საფრანგეთის ორი მოქალაქე რომლის გამოც ორი რუსი ოლიგარქი სანქციების სიიდან ამოიღეს
80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვნის დევნილთა დასახლებას, წყალმომარაგება 36 საათით შეეზღუდება
გორდულაძე – ევროკავშირში უნდა აწყობდეთ, რომ ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თავადვე მოძებნონ
წითლიძე- აფხაზეთში ჯერ კიდევ არის რუსული ნარატივი, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის უნდა იყოს მტრობა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)