|
2019-07-27 12:07:46, 4340 ნახვა
მსოფლიო
ღაზას სექტორში შეტაკებებია - არის მსხვერპლი
ღაზას სექტორში შეტაკებები გრძელდება, რის შედეგადაც ერთი პალესტინელი დაიღუპა, 40 კი, დაშავდა, - ამის შესახებ Euronews იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შეტაკებებში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ პალესტინელები მათი მიმართულებით სხვადასხვა საგნებს, მათ შორის ასაფეთქებელ მოწყობილობებს ისროდნენ, რის გამოც მათ საპასუხო ზომების მიღება მოუწიათ. ისრაელის არმიაში განმარტავენ, რომ ყველა ზომა კანონიერი იყო. მედიის ცნობით, შეტაკებების დროს დაზიანდა სამხედრო ავტომობილი, თუმცა ჯარისკაცები ამ დროს არ დაშავებულან. ცნობისთვის, ისრაელ-ღაზას საზღვარზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პალესტინელებმა ე.წ. დაბრუნების მარში მოაწყვეს. 31 მარტს დაწყებული აქცია მოძრაობა "ჰამასის" მიერ იყო ორგანიზებული. პროტესტის ტალღა იერუსალიმში ამერიკის საელჩოს გადატანამ გამოიწვია. მას შემდეგ, საზღვარზე, ყოველ პარასკევს "დაბრუნების მარშის" ფარგლებში აქცია იმართება. აქციების დროს ისრაელის არმიასა და პალესტინელებს შორის შეტაკებები იწყება. 4 თვის განმავლობაში ამ შეტაკებების გამო ღაზას სექტორში 307 ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)