|
2019-07-26 15:35:47, 2517 ნახვა
კომენტარი
თურნავა - გარდაბნის თბოსადგური2 იქნება დამატებითი სიმძლავრე, რომელიც ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობას განამტკიცებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს თბოელექტოსადგურ გარდაბანი1-ს მუშაობას და თბოელექტროსადგურ გარდაბანი2-ზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ნათია თურნავას ინფორმაციით, მშენებლობა გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და სადგური წლის ბოლოს, ან ყველაზე გვიან, 2020 წლის დასაწყისში უკვე მწყობრში შევა. ნათია თურნავასთან ერთად თბოელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოები მისმა მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბახტაძემ დაათვალიერეს. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გასამტკიცებლად „პირველ რიგში, ეს არის ახალი ჰიდროსადგურები, რომლებიც ჩვენ საკუთარ რესურსებს ეყრდნობა, მაგრამ ამავდროულად ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის და შეუჩერებელი და ხარისხიანი ენერგომომარაგებისთვის მნიშვნელოვანია თბოსადგურებიც, ეს არის საბაზისო სიმძლავრე", - აღნიშნა მინისტრმა. შპს „გარდაბნის თბოსადგური" 2015 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. მისი სიმძლავრე 230 მგვტ-ს შეადგენს. გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური, ოპტიმალური საექსპლუატაციო დანახარჯით ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგომწარმოებელია, რომელმაც 2017 წელს 1,171,145,129 კვტ/სთ ენერგია გამოიმუშავა, რაც ქვეყანაში გამომუშავებული მთლიანი ენერგიის 10%-ზე მეტია. "გარდაბნის თბოელექტროსადგური 2"-ის მშენებლობას საფუძველი 2016 წლის ოქტომბერში ჩაეყარა, აქტიური სამშენებლო ფაზა კი 2017 წლის ზამთარში დაიწყო. გარდაბნის თბოსადგურისგან განსახვავებით, ახალ თბოელექტროსადგურს ექნება ,,ნულიდან'' გაშვების ფუნქცია, რასაც უზრუნველყოფს ავტონომიური/დამოუკიდებელი დიზელ-გენერატორი (Black Start Diesel Generator). აღნიშნული ფუნქცია მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ქვეყნის ელექტროსისტემაში სიმძლავრის არარსებობის (System Black-out) დროს შესაძლებელი იქნება ელექტროსისტემისგან დამოუკიდებლად სადგურის გაშვება. სადგური აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტიპის ,,ჯენერალ ელექტრიკის'' (GE-General Electric) გაზისა და ორთქლის ტურბინებით და გენერატორებით. მშენებლობის დაფინანსება მთლიანად სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" შიდა რესურსებით მოხდება, თბოელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 230 მგვტ-ს შეადგენს. „ეს იქნება დამატებითი სიმძლავრე, რომელიც განამტკიცებს ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას. მშენებლობა გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს, სადგური უახლესი ტექნოლოგიებით შენდება და ჩვენ მალე მივიღებთ ამ შესანიშნავ ობიექტს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
(NS)
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)