|
2015-07-07 13:50:41, 824 ნახვა
ეკონომიკა
ხადური: ეროვნული ბანკის დასკვნა ურთიერთგამომრიცხავია
ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის შეფასებით, ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის დასვკნა ურთიერთგამომრიცხავია. როგორც ხადურმა აღნიშნა, ეროვნული ბანკის რჩევა გადასახადების გაზრდასთან დაკავშირებით, უცნაურია. „რა თმქა უნდა გავეცანი დასკვნას. მინდა გითხრათ, რომ ეს დასკვნა სამწუხაროდ არის ურთიერთგამომრიცხავი. მაგალითად დასკვნაში ერთ ნაწილში წერია, რომ საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის დაფარვისთვის, სახელმწიფომ უნდა გაზარდოს გადასახადები. მე სიმართლე გითხრათ არ მესმის ეროვნული ბანკის ხელძღვანელობის, რომელიც თავის თავზე იღებს გადაწყვეტილებას, რომ მთავრობას და პარლამენტს გადასახადების გაზრდა ურჩიოს“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა. ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით მომზადებული დასკვნა პარლამენტს უკვე გადაუგზავნა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)