18:16 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-26 13:07:45, 1193 ნახვა

კომენტარი
გრიგოლ ვაშაძე: ოქრუაშვილს არავითარი გადატრიალება არ დაუგეგმავს - ციხიდან აუცილებლად გამოვიყვანთ

მატულობს პოლიტპატიმრების რიცხვი და ერთ-ერთი მათგანი გუშინ  „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ბატონი ირაკლი ოქრუაშვილი გახდა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გრიგოლ ვაშაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოქრუაშვილს არავითარი ძალადობა არ დაუგეგმავს და არც მონაწილეობა არ მიუღია.

„ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიები მიმდინარეობს. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არავითარი ძალადობა არ დაუგეგმია, არავითარი კონსულტაციები სახელმწიფო გადატრიალების მიზნით  არ დაუგეგმია და მონაწილეობა მასში არ მიუღია. აუცილებლად გამოვიყვანთ ციხიდან და არ მივცემთ საშუალებას ხელისუფლებას, დაატეროროს ოპოზიცია, ასე სათითაოდ ამოაძროს ოპოზიციიდან ის ხმები, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ნორმალური განვითარების გზას იცავენ“, - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე დააკავეს. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მამუკა ჭელიძემ აღნიშნა, გამოძიებით დადგინდა, რომ „პარლამენტის შენობაზე მიტანილი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში შეჭრას“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალიევმა გაათავისუფლა საფრანგეთის ორი მოქალაქე რომლის გამოც ორი რუსი ოლიგარქი სანქციების სიიდან ამოიღეს
80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვნის დევნილთა დასახლებას, წყალმომარაგება 36 საათით შეეზღუდება
გორდულაძე – ევროკავშირში უნდა აწყობდეთ, რომ ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თავადვე მოძებნონ
წითლიძე- აფხაზეთში ჯერ კიდევ არის რუსული ნარატივი, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის უნდა იყოს მტრობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics