|
2015-07-07 12:07:14, 830 ნახვა
ეკონომიკა
SBM LEAGUE 2014/15: ტრიუმფატორი FC PSP!
ბიზნეს ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლის სეზონის ფინალს 5 ივლისს, ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიამ უმასპინძლა. სეზონის მთავარ ფინალად დაანონსებულ, სუპერლიგის ფინალურ დაპირისპირებაში ერთმანეთის პირისპირ პროგრეს ბანკი და პსპ წარსდგნენ. ჩემპიონატში მონაწილეობის ხუთი წლის თავზე „ფარმაცევტების“ პირველი ფინალი, მათივე გაჩემპიონებით დასრულდა! სეზონის დასკვნითი საღამო გულშემატკივართა სრული ანშლაგის ფონზე წარიმართა. „პროგრეს ბანკი“ და „პსპ“ მიმდინარე სეზონში მესამედ შეხვედნენ ერთმანეთს. პირველ წრეში გამართული დაპირისპირება საკმაოდ უხვგოლიანი და დრამატული გამოდგა და საბოლოოდ ფრედ, 5-5 დასრულდა. რაც შეეხება მეორე შეხევდრას, „პსპ“-მ იოლად მოახერხა „ვარსკვლავების“ ძლევა დიდი ანგარიშით 7-4. 5 ივლისს დარბაზში შეკრებილამ 1000-ზე მეტმა გულშემატკივარმა ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი იხილა. ფინალური მატჩი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა და საბოლოოდ პსპ-ს გამარჯვებით დასრულდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)