19:04 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-24 17:55:26, 1355 ნახვა

კომენტარი
ხალვაში: ივანიშვილს სტრასბურგის გადაწყვეტილება არ მოულოცავს, რომ გახარებოდა მომილოცავდა

„ბევრმა მომილოცა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, სამწუხაროდ, ივანიშვილს არ მოულოცავს“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ხალვაში ექსპერტიზის ბიუროში მივიდა, სადაც საკუთარი ხელმოწერის ნიმუში უნდა დატოვოს.

მისი თქმით, ივანიშვილთან კომუნიკაცია ბოლოს 2012 წლის ნოემბერში, ბელგიაში ჰქონდა. 

"ივანიშვილთან კომუნიკაცია არ მქონია არასდროს. ერთხელ მქონდა ბელგიაში ვიყავით, 2012 წლის ნოემბერში. სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ კომუნიკაცია არ მქონია. ბევრმა მომილოცა, სამწუხაროდ იმან არა. ყველას, ვისაც გაუხარდა, მომილოცა. რომ გახარებოდა მომილოცავდა“, - აღნიშნა ქიბარ ხალვაშმა. 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელი თავადაა და ამის დამადასტურებელი საბუთიც გააჩნია. ოქრუაშვილის მტკიცებით, საბუთს ხელს ხალვაში აწერს. შესაბამისად, ოქრუაშვილი ხელმოწერის ავთენტურობის დასადგენდ ხალვაშისგან ექსპერტიზის ბიუროში მისვლას ითხოვდა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მეორადი ჩარიცხვების მსურველთა 27% სტუდენტი მაინც ვერ გახდა
$47 000 მოსთხოვა, დაემუქრა მოკვლით – პროკურატურამ გიორგი ფეიქრიშვილს ბრალი წარუდგინა
იანვარ-აგვისტოში უბილეთო მგზავრობის ჯარიმებიდან ბიუჯეტში 2 331 785 ლარი შევიდა
პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილსა და კიდევ ერთ პირს ჯგუფური ხულიგნობისთვის ბრალი წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics