01:06 - 22 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-24 13:10:37, 4345 ნახვა

მსოფლიო
ლავროვი: დასავლელი კოლეგები, ყველანაირად ცდილობენ, ჩვენი მეზობლები რუსეთს მოწყვიტონ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუარესებაში ამერიკის შეერტებულ შტატებს ადანაშაულებს, - ამის შესახებ რუსმა დიპლომატმა Russia Today-სთან ინტერვიუში განაცხადა. 

ლავროვის განმარტებით, დასავლელი კოლეგები ყველანაირად ცდილობენ, მეზობელი ქვეყნები რუსეთის ფედერაციას მოწყვიტონ. 

„ყოველივე ეს იმის გამო ხდება, რომ ჩვენი დასავლელი კოლეგები, უპირველეს ყოვლისა, შეერთებული შტატები, ყველანაირად ცდილობენ, მოწყვიტონ ჩვენი მეზობლები რუსეთის ფედერაციას. ჩვენ არასდროს არ გვსურდა, რომ საქართველოსთან ურთიერთობები გაფუჭებულიყო. 2008 წელს სწორედ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს საქართველომ გაწყვიტა ჩვენთან დიპლომატიური ურთიერთობები. ვიმეორებ, ქართველი ხალხისადმი ნეგატიური და მიკერძოებული დამოკიდებულება არ გვაქვს, პირიქით, საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ვცხოვრობდით ერთდ, ვაფასებთ ერთმანეთის კულტურასა და წეს-ჩვეულებებს“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ყველა ტელეარხმა ტრამპის ბოიკოტი გამოაცხადა
ირლანდიიდან საქართველოს 43 მოქალაქე დეპორტირებულია
ღარიბაშვილის ახალი წერილი - ჩემი პატიმრობა პირველივე დღიდან პოლიტიკურია
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics