19:09 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-23 15:32:00, 1640 ნახვა

კომენტარი
ბესელია - სომხეთში მყოფი პატიმრის თაობაზე ვიცოდით, მაგრამ მითხრეს, რომ ის პირველწყარო არ არის

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგს, სადაც მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების პირველი გამავრცელებლები დაასახელეს, გამოეხმაურა.

ბესელიას თქმით, მაშინ, როდესაც ამ ადამიანის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გავრცელდა, ჩნდება კითხვა, რატომ აქამდე არავინ არაფერი მოიმოქმედა.

„სომხეთის ციხეში მყოფი ამ პატიმრის თაობაზე ჩვენ ვიცოდით ეს რამდენიმე თვეა უკვე და მე მახსოვს, რომ „რუსთავი 2"-ის ეთერში გავიდა ინტერვიუ სწორედ ამ პატიმართან. მაშინ ეს არავინ ჩათვალა სერიოზულად და აქამდე რატომ არ იყო ბრალი წარდგენილი ამ ადამიანისთვის, ეს ერთი კითხვა, მეორე, მე როცა საგამოძიებო მასალებს გავეცანი, ვიკითხე, იყო თუ არა ეს ადამიანი დაკითხული და მითხრეს, რომ ელოდებოდნენ სომხეთიდან მასალებს, რომ ჩვენი გამომძიებელი არ შეუშვეს და მას არ მისცეს უფლება დაეკითხა ეს პატიმარი და ეს ფაქტიც ასევე უცნაურია. ბოლოს რამდენიმე დღის წინ კიდევ გადავამოწმე, იყო თუ არა სომხეთიდან რაიმე ინფორმაცია ამ პატიმართან დაკავშირებით და პროკურატურამ მითხრა, რომ ეს პატიმარი ჩვენებას არ იძლეოდა. მთავარი კითხვა დავსვი, იყო თუ არა ეს პირველი წყარო, საიდანაც მოხდა ამ უკანონო ქმედების განხორციელება და მითხრეს, რომ ეს არ არის პირველი წყარო. ეს იძლევა საფუძველს, რომ ეს ინფორმაცია სერიოზულად მივიღოთ?“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, შსს-მ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების ფაქტზე, 2 პირს ბრალი წარუდგინა

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეორადი ჩარიცხვების მსურველთა 27% სტუდენტი მაინც ვერ გახდა
$47 000 მოსთხოვა, დაემუქრა მოკვლით – პროკურატურამ გიორგი ფეიქრიშვილს ბრალი წარუდგინა
იანვარ-აგვისტოში უბილეთო მგზავრობის ჯარიმებიდან ბიუჯეტში 2 331 785 ლარი შევიდა
პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილსა და კიდევ ერთ პირს ჯგუფური ხულიგნობისთვის ბრალი წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics