|
2015-07-06 13:25:17, 470 ნახვა
პოლიტიკა
გოგი თოფაძე: ელგუჯა ხოკრიშვილზე საქმე აღიძვრება
ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავჯდომარე გოგი თოფაძე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უშედეგოს უწოდებს. როგორც მან პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა საქართველოში გენმოდიფიცირებული სოიოს შემოტანაზე ბრძანების გამოცემით ევროკავშირის პრინციპები დაარღვია და მის წინააღმდეგ საქმე აღიძვრება. „ასეთი უშედეგო სამინისტრო, როგორიც დღეს არის გარემოს დაცვის სამინისტრო, სხვას ვერ ჩამოვთვლი და ბევრ მაგალითს მოვიყვან, როცა კანონსაწინააღმდეგოდ მოქმედებენ და კონსერვატიულად. რაც რეალურად უნდა გაკეთდეს ბიზნესის მხრივ სამწუხაროდ არ კეთდებოდა. ევროკავშირის ასოცირებაზე ვსაუბრობთ სულ იქითკენ მივდივართ, მაგრამ თქვენთვითონ ღებულობთ კანონს, რომელიც ეწინააღნდგეება ევროკავშირის პრინციპებს და ამას აკეთებს თქვენი ყოფილი მინისტრი, რომელიც კანონს არღვევს და აღიძვრება საქმე ძალიან მალე, რომელმაც თავისი ბრძანებით საშუალება მისცა ასობით ტონა გენმოდიფიცირებული ორგანიზმები შემოსულიყო საქართველოში. რა შედეგს მოიტანს ეს, როცა ვსაუბრობთ ევროკავშირის ასოცირებაზე?! ნახეთ, ინტერნეტი ყველას გაქვთ, რა ამბავი ატყდა 23 მაისს შემდეგ ევროპაში. ამას მთელი მსოფილიო აღუდგა წინ. იმედი გვაქვს, რომ ახალი მინისტრი ამას გამოასწორებს“, - აღნიშნა თოფაძემ. ამასთან, მისივე თქმით, 2010 წელს 6 კომპანიას კახეთში ტყის გამოყენებაზე ლიცენზია აქვს მიღებული, რომლებსაც ხის მასალა ჩინელების ქარხანაში გააქვთ. “გარემოს დაცვის სამინისტრო ბრძანდებით და გარემოზე ზეგავლენაზე ბევრი ისაუბრეთ. მორები წლობით იჩეხებოდა და რა ტრაგედია მოჰყვა ამას კარგად იცით. მაშინ ამის წინააღმდეგ თქვენი სამინისტო აქტიური არ იყო. 2010 წელს, ექვს კომპანიას კახეთში ტყის გამოყენებაზე ლიცენზია მიცემული აქვს და როდის შემოამოწმეთ ბოლოს, ვისაც ეს აბარია? 6 კომპანიას ქუთაისში ჩინელების ქარხანაში ხე-ტყე გააქვს და არც ერთი არ მუშაობს კახეთზე. იმასაც გეტყვით, არ დავმალავ, ჩვენ გვაქვს თანამედროვე წარმოება კახეთში, ალბათ ასეთი საქართველში არც არის. ცხრა თვე ამუშავებს ეს წამორმოება და 1მილიონ 200 ათასი შეიტანა ბიუჯეტში. 90 % წარმოებული იყო საექსპორტოდ - ჩინეთი, იაპონია, იტალია. სად არ მიდიოდა. მეშვიდე წელია ეს წარმოება გაჩერებულია და არ მუშაობს“, - განაცხად გოგი თოფაძემ.
იუსტიციის მინისტრის მოადგილედ სუს-ის უფროსის მოადგილე ლაშა მაღრაძე დაინიშნა
კობახიძე: იმდენად სუფთად მუშაობს გუნდი, ივანიშვილის სახით, სპეეკულაციებს არასდროს ჰქონია შედეგი
ევროკავშირმა დაგმო ირანში რეპრესიები და სიკვდილით დასჯა
ტრამპი ევროპას - ჩვენ მხოლოდ უნდა ვთქვათ: „იცით რა? ჩვენ აღარ ვვაჭრობთ თქვენთან
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)