17:27 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-17 11:40:41, 1012 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანმა ერაყის დელეგაცია მიიღო

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე  ნიზარ ისსა აბდულ-ჰადი ალ-ხაირალას შეხვდა. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში იუსტიციის მინისტრის ინიციატივით გაიმართა და მას მინისტრის მოადგილეები გიორგი პატარიძე და ალექსანდრე ტაბატაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. მინისტრმა ერაყულ მხარეს მადლობა გადაუხადა 2018 წლის ოქტომბერში ერაყის ციხიდან საქართველოს მოქალაქე სამი ბავშვის საქართველოში დაბრუნების საქმეში გაწეული დახმარებისთვის. თეა წულუკიანმა იმედი გამოთქვა, რომ ერაყული მხარე ბავშვების დაპატიმრებული დედის საქართველოსთვის გადმოცემაზე გააგრძელებს ორმხრივ თანამშრომლობას და იუსტიციის სამინისტროს ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნება.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ერაყელი მამის მიერ ერაყის რესპუბლიკაში გატაცებული საქართველოს მოქალაქე არასრულწლოვნის საქმე, რომელზეც იუსტიციის სამინისტრო ბავშვის დედა, საქართველოს მოქალაქე თ.ა.-ძესთან ერთად 2017 წლის ნოემბრიდან აქტიურად მუშაობს. იუსტიციის მინისტრმა სერიოზული წუხილი გამოთქვა ერაყული სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე, რომელმაც გატაცებული ბავშვი მამას მიაკუთვნა და საქართველოს სახელმწიფოს მიერ დედისათვის აყვანილი ადვოკატის არც ერთი არგუმენტი არ გაიზიარა. იუსტიციის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მიუღებელია, როდესაც ქართველ დედას უკრძალავენ იცოდეს, ჯანმრთელია თუ არა მისი შვილი და როგორია მისი ყოველდღიური ცხოვრება.

ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილემ მზაობა გამოხატა ორივე საქმეზე ქმედითი დახმარების აღმოჩენის თაობაზე, რასაც მიესალმა იუსტიციის მინისტრი.

ერაყის დელეგაციის წარმომადგენლები დღეს იუსტიციის სახლსაც ეწვევიან, სადაც კომფორტულ გარემოში სერვისების გაცემის სპეციფიკას გაეცნობიან.

ერაყის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში ორდღიანია. დელეგაცია თბილისს 17 ივლისს დატოვებს.

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
გორდულაძე – ევროპარლამენტმა უსაფუძვლო და თავდასხმაზე ორიენტირებული რეზოლუციები ცხრაჯერ გაისროლა და ცხრაჯერვე ააცილა
ირაკლი ნადირაძე - ივანიშვილის რუსულ, ავტოკრატიულ რეჟიმთან არც საპროცესო შეთანხმებას და არც შეწყალების თხოვნას არათუ არ ვაპირებ, არც კი განვიხილავ
გიორგი შარაშიძე – ქართული ოცნების ლიდერებმა საკუთარ თავს მოჰკითხონ, რატომ დგება დღის წესრიგში მათი დასანქცირების საკითხი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics