|
2019-07-15 11:23:31, 1301 ნახვა
რეგიონი
შსს - დავით-გარეჯის მონაკვეთზე ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს, თუმცა ვითარება დროულად განიმუხტა
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით-გარეჯის მონაკვეთზე ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს ადგილობრივებსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, ვითარება დროულად განიმუხტა და ახლა ადგილზე სრული სიმშვიდეა. ამასთან, დაწყებულია ფაქტის შესწავლა. „მოვუწოდებთ საზოგადოებას, სამოქალაქო ჯგუფებს, მივცეთ საზღვრის დელიმიტაციის კომისიებს მშვიდ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა, რათა დროულად შევძლოთ შეთანხმების მიღწევა“, - განაცხადეს შსს-ში. შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ აზრებაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრიდან ხატები გამოიტანეს და ქართველ მესაზღვრეებს გადასცეს, თუმცა მოგვიანებით მრევლმა სიწმინდეები კელიებში ისევ დააბრუნა. მომხდარის გამო ადგილობრივებსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის გუშინ მცირე ინციდენტი მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)