17:27 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-14 11:29:10, 1954 ნახვა

პოლიტიკა
მაჭარაშვილი - ნათლად გამოიკვეთა, 20-21 ივნისის მოვლენების მთავარი შემოქმედის და მაპროვოცირებელი ძალის, ,,ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობის საკითხი

პროკურატურის მიერ გამართულ ბრიფინგზე, კიდევ უფრო ნათლად გამოიკვეთა, 20-21 ივნისის მოვლენების მთავარი შემოქმედის და მაპროვოცირებელი ძალის, ,,ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ლიდერების პასუხისმგებლობის საკითხი,-ამის შესახებ უმრავლესობის წევრი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"პროკურატურის მიერ დღეს გამართულ ბრიფინგზე, კიდევ უფრო ნათლად გამოიკვეთა, 20-21 ივნისის მოვლენების მთავარი შემოქმედის და მაპროვოცირებელი ძალის, ,,ნაციონალური მოძრაობის" და მისი ლიდერების პასუხისმგებლობის საკითხი.

დესტრუქციული ოპოზიციის მცდელობის მიუხედავად, განსხვავებული რაკურსით გვაჩვენონ 20 ივნისის ღამით განვითარებული მოვლენები და საზოგადოება დაარწმუნონ თითქოს მომხდარში არანაირი ბრალი არ მიუძღვით, მოქალაქეების უდიდესი ნაწილი თავად ადევნებდა თვალყურს და შესანიშნავად მოეხსენება რა სახის მოწოდებები, ჟესტიკულაცია და აქტივობა უძღოდა წინ, განვითარებულ მოვლენებს, ნიკანორ მელიას მხრიდან.

კადრებში ნანახის გარდა, რომელიც თავის მხრივ ქმნის სრულიად ნათელ სურათს რა ხდებოდა შტურმის დაწყებამდე და შტურმის მიმდინარეობის პროცესში, დღეს გამართულ ბრიფინგზე ითქვა,რომ პროკურატურა ფლობს ვიდეო და აუდიო მასალებს, რომელიც კიდევ უფრო ამყარებს წარდგენილი ბრალის სისწორეს.

აქვე მინდა აღვნიშნო, საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და საბოლოო ვერდიქტი მელიას თუ ნებისმიერი სხვა პირის მიერ ჩადენილ (შესაძლო) დანაშაულზე სასამართლომ უნდა გამოიტანოს. - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
გორდულაძე – ევროპარლამენტმა უსაფუძვლო და თავდასხმაზე ორიენტირებული რეზოლუციები ცხრაჯერ გაისროლა და ცხრაჯერვე ააცილა
ირაკლი ნადირაძე - ივანიშვილის რუსულ, ავტოკრატიულ რეჟიმთან არც საპროცესო შეთანხმებას და არც შეწყალების თხოვნას არათუ არ ვაპირებ, არც კი განვიხილავ
გიორგი შარაშიძე – ქართული ოცნების ლიდერებმა საკუთარ თავს მოჰკითხონ, რატომ დგება დღის წესრიგში მათი დასანქცირების საკითხი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics