|
2019-07-12 17:36:29, 1994 ნახვა
რეგიონი
ბათუმში აღმოჩენილი ნეშტებიდან ექსპერტებმა დნმ-ის ბაზისთვის ნიმუშები აიღეს
აჭარის ავტნომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარლებში მიმდინარეობს ქალაქ ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქ. N338-ში მდებარე საბანაკო შეკრების ბაზა N3-ის ტერიტორიაზე აღმოჩენილი, სავარაუდოდ 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს დახვრეტილი მოქალაქების ნეშტების ნიმუშების აღება. სამთავრობო კომისიის რეგომენდაციით აღებული ნიმუშები შესანახად გადაეცემა ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმს. ასევე, კომისიის გადაწყვეტილებით, ამავე ტერიტორიაზე აღმოჩენილი სავარაუდოდ ახალი სამარხების შესწავლისა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარების მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეთხოვა სამუშაო ჯგუფის შექმნა, შესაბამისი დარგის ექსპერტ-სპეციალისტების მონაწილეობით. ჯგუფი უზრუნველყოფს განსახორციელებელი სამუშაო გეგმის შემუშავებას და კომისიისთვის წარდგენას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)