|
2019-07-11 17:24:01, 1140 ნახვა
რეგიონი
„ლუდი ბათუმურის“ განახლებული საწარმოო ხაზი გაიხსნა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ქ. ბათუმის მერთან, ლაშა კომახიძესთან ერთად ბათუმის ლუდსახარშის ახალი საწარმოო ხაზის გახსნას დაესწრო. „ლუდი ბათუმურის“ განახლებული საწარმოო ხაზი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა და ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტომაშ პეტრშიჩეკმა გახსნეს. ლუდსახარში „ლუდი ბათუმური“ აწარმოებს ლუდს 1951 წლიდან. ახალი დანადგარები ჩეხი სპეციალისტების მიერაა შემუშავებული, რომელიც ლუდსახარშმა EU4Business-ის საინვესტიციო სესხის დახმარებით შეიძინა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგრამის „კონსულტაცია მცირე ბიზნესისთვის“ მხარდაჭერით, კომპანიამ დაასრულა თავისი აღჭურვილობის მოდერნიზაცია HACCP და ISO 22000:2005 სერტიფიკაციის გავლით. „ლუდი ბათუმური“ კერძო საწარმოა, რომელსაც ხანგრძლივი და მდიდარი ისტორია აქვს. ლუდსახარშის თავდაპირველი სახელწოდება იყო „ბათუმის ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ქარხანა“. მისი მშენებლობა 1949 წელს დაიწყო, ხოლო ლუდის წარმოება – 1951 წლიდან. საწარმო ამარაგებს ლუდითა და ლიმონათით დასავლეთ საქართველოს ბაზარს. თავდაპირველი ქარხანა ჩეხმა სპეციალისტებმა დააპროექტეს და ააშენეს. ქარხანაში დღემდე გამოიყენება იმ დროიდან შემორჩენილი დანადგარები. საბჭოთა პერიოდში ქარხანა სხვადასხვა ბრენდის ლუდს აწარმოებდა ჩეხი სპეციალისტების მიერ შემუშავებული რეცეპტურით. ამჟამად კომპანია არაპასტერიზებული ჩამოსასხმელი ლუდის ერთ ბრენდს აწარმოებს, სავაჭრო სახელწოდებით „ლუდი ბათუმური“.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)